ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ახორცილებს სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამას. 

მისანიჭებელი ხარისხი:  სამართლის ბაკალავრი


სწავლების ენა: ქართულ-ინგლისური


პროგრამის ხანგრძლივობა: 8 სემესტრი

 

ჩასაბარებელი საგნები:


სავალდებულო: ქართული 35%; ინგლისური ენა 70%

სავალდებულო-არჩევითი: სამოქალაქო განათლება 35% ან ისტორია 35% ან მათემატიკა 25%



პროგრამის მიზნები:


სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამმიზანია თანამედროვე იურიდიული განათლების სტანდარტების შემოტანა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და სტუდენტებმომზადება მუდმივად ცვალებად სამყაროს გამოწვევების საპასუხოდ. პროგრამა ამზადებს კადრებს იურიდიულ პროფესიებში პრაქტიკული საქმიანობისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.



პროგრამის უპირატესობები:


ინტერდისციპლინურობა: პროგრამა ითვალისწინებს სწავლების პროცესში ინტერდისციპლინური მიდგომების ინტეგრირება, რათა მოამზადოს სტუდენტები გამოწვევებისთვის. მაგალითისთვის, ეს მოიცავს, კავშირს სამართალსა და ეკონომიკას, ტექნოლოგიებს, ეთიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებს შორის.


ციფრული იურიდიული წიგნიერება: მზარდ ციფრულ სამყაროში მნიშვნელოვანია, რომ სამართლის სტუდენტებმა მიიღონ არა მხოლოდ ტრადიციული სამართლებრივი კომპეტენციები, არამედ იცნობდნენ ციფრულ ტექნოლოგიებსა და ონლაინ იურიდიულ პრაქტიკას. პროგრამა მოიცავს კურსებისეთ თემებზე, როგორებიცაა: მონაცემთა დაცვის სამართალი, IT სამართალი, ხელოვნური ინტელექტი და ბლოკჩეინის ტექნოლოგიები და ა.შ.


პრაქტიკული უნარები: სამართლის პროგრამა დიდ ყურადღებას უთმობს პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას, როგორიცაა პროცესის წარმართვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და საჯარო დაწესებულებებთან. ეს ეხმარება სტუდენტს გამოიყენოთეორიული ცოდნა რეალურ კონტექსტში. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტების პროფესიული უნარების გამომუშავებას, მათ შორის: კომუნიკაცია, მოლაპარაკება, კონფლიქტების მოგვარება, გუნდური მუშაობა და ა.შ.  პროგრამა ფოკუსირებულიკრიტიკული და ანალიტიკური აზროვნებისდა პრობლემების გადაჭრის შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე. ეს ხელს უწყობს სწავლებიდან პროფესიულ საქმიანობაზე წარმატებულ გადასვლას.


ფოკუსირება ეთიკურ და სოციალურ საკითხებზე: თანამედროვე სამყაროში უფრო და უფრო აქტუალური ხდება სოციალურ სამართლიანობა, გარემოს დაცვა და ეთიკურქმედებები. პროგრამის პრიორიტეტია სამართლის ეთიკური საკითხების შესწავლა. პროგრამა განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებს გარემოს დაცვის, სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე.


მოქნილობა და ადაპტირება: პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს წარმართონ თავიანთი განათლება მოქნილი სასწავლო გეგმების, არჩევითი საგნების და სამართლის კონკრეტულ სფეროებში (სამოხელეო სამართალი, ბიზნეს სამართალი, საგადასახადო სამართალი, სისხლის სამართალი და ა.შ.) სპეციალიზაციის შესაძლებლობით. სწავლებისა და შეფასების სისტემა აგებულია მოდულარული სწავლების და შეფასების პრინციპზე.


ინტერნაციონალიზაცია: სამართლის სისტემების გლობალიზაციის გათვალისწინებით, პროგრამაში ინტეგრირებულია დასაქმების საერთაშორისო პერსპექტივის ასპექტი. ამის მიღწევა ხდება საერთაშორისო და ევროპული სამართლის დისციპლინების სწავლებით, სწავლების პროცესში უცხოელი პროფესორების მონაწილეობით და ევროპულ უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამებით.




 

როგორ ჩავირიცხო პროგრამაზე?


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს მოქალაქეობის მქონე აბიტურიენტები ირიცხებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.


 

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 

 

ელ.ფოსტა:law@kiu.edu.ge