ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს საკითხებს ზოგადი, კლინიკური (ფსიქოთერაპიის საფუძვლებზე აქცენტით), სოციალური, შრომისა და ორგანიზაციული, განათლების ფსიქოლოგიის და სხვა გამოყენებითი დარგების შესახებ.ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა განაწილებულია 6 სემესტრზე (3 სასწავლო წელი).


პროგრამა მოიცავს 180 ECTS კრედიტს, სადაც 156  ECTS კრედიტი ეკუთვნის სავალდებულო მოდულების გავლას (16 მოდული, რომელშიც შედის 45 კურსი და ინგლისური ენა), 12 ECTS კრედიტი საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობას, ხოლო დარჩენილი კრედიტების რაოდენობა  განკუთვნილია არჩევითი კურსებისა ან  მოდულებისთვის. 


პროგრამაში  600  საათი განკუთვნილია პრაქტიკისა და სამუშაო  გამოცდილების დაგროვებისთვის. წარმოდგენილი სამი ტიპის პრაქტიკუმი, საორიენტაციო პრაქტიკუმი (ზოგადი, გამოყენებითი ან კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით (6 ECTS)), პრაქტიკუმი 1 (ჩაღრმავებული პროფესიული   პრაქტიკუმი (გამოყენებითი ან კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით (9 ECTS)), და კვლევითი პრაქტიკუმი (8 ECTS). 


სასწავლო პროგრამის სავალდებულო მოდულები მოიცავს შემდეგ თემებს: ფსიქოლოგიის შესავალი, კოგნიტური ფსიქოლოგია (სწავლა, მეხსიერება და შემეცნება; აღქმა; მოტივაცია და ემოცია), ბიოლოგიური ფსიქოლოგია, სტატისტიკა, მონაცემების ანალიზი R-ის გამოყენებით და კვლევის მეთოდები, პიროვნების ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიური შეფასება, ორგანიზაციული ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია; რაც შეეხება არჩევით მოდულებს, ისინი  საშუალებას აძლევს სტუდენტებს გააღრმაონ ცოდნა  ზემოთ დასახელებულ  სფეროებში. არჩევითი მოდულების არჩევა ხდება  მე-5 და მე-6 სემესტრში.

 

პროგრამა იძლევა ინგლისური ენის B2 დონეზე შესწავლის შესაძლებლობას (ინგლისური ენის  ორ სემესტრიანი კურსი (სულ 6 ECTS კრედიტი), როგორც სავალდებულო კომპონენტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც არ აქვს ინგლისური ენის დამადასტურებელი საერთაშირისო სერტიფიკატი - TOEFL IELTS, Cambridge B2 First, Cambridge C1 Advanced, British Council Aptis Test; ინგლისური ენის სავალდებულო კურსი სტუდენტს მოეხსნება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სერტიფიკატი (ები) თ იგი  წარმოადგენს ინგლისურის ცოდნის B2 დონის შესაბამის ქულას. ასეთ შემთხვევაში სტუდენტი თავისუფლდება ინგლისური ენის სავალდებულო კომპონენტისგან, ინგლისური ენის ნაცვლად მას ეძლევა შესაძლებლობა გაიაროს მისთვის სასურველი რომელიმე არჩევითი მოდული ან კურსი).


სწავლა-სწავლების მეთოდები


პროგრამაში სტუდენტის სწავლებისას გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი სწავლების მეთოდები:


 ტრადიციული ლექციებისა და სემინარების გარდა, დამატებით სტუდენტებისთვის გამოიყენება ტრენინგ სესიები სალექციო საათებზე მიღებული ცოდნის ათვისების გაძლიერების მიზნით;


• პრეზენტაციები და აქტიური დისკუსიები, დებატების მეთოდები, საკლასო ზეპირი გამოკითხვები, საკლასო ჯგუფური დავალებები (წერილობითი თუ ზეპირი), საკლასო შეფასების მეთოდები Classroom Assessment Techniques (CATs)) - კონცეპტუალური ტესტები (Concept Papers), სწრაფი ტესტები (Minute Tests),   ქეისის ანალიზი, კონცეპტის რუქა, პრობლემის იდენტიფიცირება, ახალად ნასწავლი მასალის მიმართებების დამყარება და გამოყენების გზების მოძიება, წარდგენილი პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება, პერიფრაზირება; ასევე  ძველი ცოდნის (გავლილი მასალის) შეფასების მეთოდები;


• გუნდური და ინდივიდუალური საშინაო დავალებები სტუდენტის/ებისთვის  (წერილობითი თუ ზეპირი, პრაქტიკული თუ თეორიული),  რათა, მოახდინონ საშინაო დავალებებზე მუშაობისას ათვისებული პრაქტიკული უნარებისა და ცოდნის დემონსტრირება (იქნება ეს დამოუკიდებლად მუშაობისას ათვისებული სამუშაო უნარები თუ გუნდში მუშაობისას);


• მეცადინეობები ტარდება სწავლების აქტიური მეთოდების გამოყენებით -  ტესტირება, პრაქტიკული სავარჯიშოების ხელმძღვანელთან და თანატოლებთან  განხილვა, ლიტერატურაზე მუშაობა (შეჯამება და შედარებითი ანალიზი, ინდუქცია, დედუქცია), ვიდეო მასალით დემონსტრირება, ცოცხლად აუდიტორიაში დემონსტრაცია/სიმულაცია, ამობრუნებული სწავლება,  ასევე საკონსულტაციო და დამოუკიდებელი სამუშაოები.


პროგრამის ზოგადი სტრუქტურა 


სასწავლო გეგმა