ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ახორციელებს ფსიქოლოგიის ქართულ - ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას.
მისანიჭებელი ხარისხი: მეცნიერების ბაკალავრი ფსიქოლოგიაში
პარტნიორი უნივერსიტეტი:University of Bamberg
სწავლების ენა: ქართულ-ინგლისური
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 სემესტრი
ჩასაბარებელი საგნები:
სავალდებულო: ქართული 25%; ინგლისური ენა 70%
სავალდებულო-არჩევითი: ბიოლოგია 25% ან ისტორია 25% ან მათემატიკა 25%
ფსიქოლოგიის პროგრამის მიზანია:
- გადასცეს სტუდენტს ცოდნა ფსიქოლოგიაში არსებული თეორიების, ავტორების, კონცეფტების, ქცევის პათოლოგიური თუ ნორმატიული გამოვლინებების შესახებ. ასევე ამა თუ იმ ქცევის განმსაზღვრელი ასაკობრივი, შიდა პიროვნული, პიროვნებათშორისი, სოციალური და კულტურული, კოგნიტური, ემოციური და ბიოლოგიური ფაქტორების შესახებ. სტუდენტები შეიძენენ ცოდნას, სადიაგნოსტიკო საშუალებების, შეფასებებისა და ჩარევის ხერხებისა შესახებაც, დარგის ეთიკურ საფუძვლების და შესაბამისი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით.
- განუვითაროს სტუდენტს ქცევის და ფსიქიკური პროცესების იდენტიფიცირების, შეფასების, დიაგნოსტირების, დასკვნის გაკეთების და საჭირო ფისოქოლოგიური ჩარევის დაგეგმვის უნარები. ასევე, ინტერდისციპლინარული ხედვის და საკუთარ დასკვნებზე მსჯელობის უნარი, გუნდთან ერთად ან/და მესამე პირების წინაშე.
- განუვითაროს ემპირიული კვლევისთვის საჭირო ანალიზისა და დაგეგმვის, ასევე კვლევის ჩატარების და მონაცემებთან მუშაობის უნარები.
- ჩამოუყალიბოს სტუდენტს ის მსოფლმხედველობა და ფასეულობები, რომლებიც მას აქცევს შემოქმედებით, ინტერდიციპლინარულად მოაზროვნე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად, რომელსაც შეუძლია მუშაობა კომპლექსურ სიტუაციაში გუნდთან და დამოუკიდებლად; და რომელიც აცნობიერებს საკუთარი პროფესიის პასუხისმგებლობებს, ინდივიდებისა თუ საზოგადოების წინაშე.
კურსდამთავრებულები და დასაქმების შესაძლებლობები:
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს დასაქმება შეუძლია, ფსიქოლოგის ფსიქოკუნსულტაციის ან მენტალური ჯანმრთელობის დამხმარე პოზიციაზე, ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში: საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორში, რომლის საქმიანობაც მოიცავს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ფსიქო-კონსულტაციის გაწევას.
ასეთი შეიძლება იყოს შემდეგი ორგანიზაციები:
• ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, მათ შორის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დაწესებულებები;
• ფსიქო-სოციალური მომსახურების კერძო თუ სახელმწიფო ცენტრები;
• საგანმანათლებლო დაწესებულებები - სკოლა, ბაღი, ბავშვთა სახლები და სხვა;
• სახელმწიფო, კერძო თუ არასამთავრობო ფსიქო - სოციალური მომსახურების პროგრამები;
• სასჯელაღსრულების და სამართალდაცვის დაწესებულებები;
• ხანდაზმულთა სახლები და სხვა.
მიღებული ცოდნისა და გამომუშავებული უნარების საფუძველზე, სტუდენტი ასევე შეიძლება დასაქმდეს ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით ან/და სოციალურ ან მეცნიერულ კვლევით ცენტრში.
საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას სწავლა გააგრძელოს და შეიქმნას წარმატებული კარიერა, როგორც კლინიკური ფსიქოლოგიის, ასევე ფსიქოლოგიის სხვა გამოყენებითი დარგების მიმართულებით.
პროგრამის უპირატესობები:
• თანამედროვე სასწავლო კურიკულუმი: პროგრამა შემუშავებულია ბამბერგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ამავე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის საფუძველზე.
• პროგრამა აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია, რაც მას ანიჭებს საერთაშორისო ხასიათს.
• პროგრამა მოიცავს სამ წლიან სწავლებას.
• პროგრამას უძღვებიან ქართველი და გერმანელი პროფესორები და სპეციალისტები, რომლებიც ამავე დროს არიან აღნიშნული დარგის პრაქტიკოსი სპეციალისტები.
• პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებას 600 სთ-ს ოდენობით, როგორ კვლევითი, ასევე პროფესიული გამოცდილების კუთხით.
• სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კარიერით ზოგადად ფსიქოლოგიაში ან კლინიკურ ფსიქოლოგიაში, პროგრამა აძლევთ სრულფასოვან საფუძველს სწავლა გააგრძელონ მომდევნო აკადემიურ საფეხურზე საერთაშორისო დონეზე ან ქვეყნის შიგნით.
როგორ ჩავირიცხო პროგრამაზე?
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს მოქალაქეობის მქონე აბიტურიენტები ირიცხებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.
პროგრამის ღირებულება:
საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთი სასწავლო წელი - 2250 ლარი
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: psy.soc@kiu.edu.ge
ტელეფონი: (+995) 595 232 193