2026-2027 სასწავლო წლის მიღება
აბიტურიენტების რეგისტრაცია
მნიშვნელოვანი თარიღები:
1 - 12 სექტემბერი: აბიტურიენტების ელექტრონული რეგისტრაცია;
9 - 14 სექტემბერი: რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტების უნივერსიტეტში მატერიალურად წარმოდგენა და ხელშეკრულების გაფორმება (A კორპუსი, 0 სართული, სტუდენტთა მომსახურეობის ცენტრი );
1 - 14 სექტემბერი: ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდის განაცხადის ფორმის შევსება;
1 - 7 სექტემბერი: უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ოთახის დაჯავშნა;
14 სექტემბერი: 2026-2027 სასწავლო წლის დაწყება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ელექტრონული სარეგისტრაციო ანკეტის შევსება შესაძლებელია 1 სექტემბრიდან - 12 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონული სარეგისტრაციო ანკეტა იხილეთ ბმულზე:
ანკეტაში საჭიროა, შეიყვანოთ თქვენი პირადი ინფორმაცია და ატვირთოთ რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტები:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლი;
2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
4. სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
5. ფერადი ფოტოსურათი (3x4 სმ) - ელექტრონული ვერსია. (ფოტოსურათის მოთხოვნები: ზომა - 3x4, ფონი უნდა იყოს ერთგვაროვანი, თეთრი ფერის, ყოველგვარი ჩრდილების, ნახატების ან ნივთების გარეშე, სახე უნდა იყოს მიმართული პირდაპირ კამერისკენ, ღიმილის გარეშე, ერთგვაროვანი, თვალი არ უნდა იყოს დახუჭული, მიმიკა უნდა იყოს ერთგვაროვანი, გამოსახულება უნდა იყოს ნათელი და სუფთად გარჩევადი, ფოტოსურათი არ უნდა იყოს მზის სათვალით, ხოლო სათვალის ტარების შემთხვევაში უნდა ჩანდეს თვალი, თავსაბურავით ფოტოს გადაღება დასაშვებია მხოლოდ რელიგიური მოტივით.)
ასატვირთი დოკუმენტები აუცილებელია იყოს დასკანერებული ცალ-ცალკე, PDF ფორმატში (ელექტრონული ფოტოსურათის ატვირთვა შესაძლებელია JPEG/PNG ფორმატში).
მნიშვნელოვანია, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვისას, დასკანერებული იყოს, როგორც ატესტატი, ასევე, ნოტარიულად დამოწმების გვერდი, სადაც დასმულია ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის მოპოვებისათვის, აუცილებელი წინაპირობაა რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტების უნივერსიტეტში წარმოდგენა და უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება 9 სექტემბრიდან - 14 სექტემბრის ჩათვლით.
A კორპუსი, 0 სართული, სტუდენტთა მომსახურეობის ცენტრი
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00. შესვენება: 13:00–14:00
შენიშვნა: კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც ხელშეკრულებას ხელს აწერს აბიტურიენტის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე, მინდობილი პირი და სხვა) დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მინდობილობა/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს აბიტურიენტის დაბადების მოწმობა.
უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტების ფონდიდან დაფინანსების მოპოვება
ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდის განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელი იქნება 1 სექტემბრის 09:00 საათიდან - 14 სექტემბრის ჩათვლით ბმულზე:
გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტების ფონდიდან დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობის შესახებ:
უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ოთახის დაჯავშნა
გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში დაბინავების პრიორიტეტების შესახებ: