ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) აბიტურიენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს:

კომპიუტერული მეცნიერება
მენეჯმენტი

მათემატიკა & გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები

სამართალმცოდნეობა

მედიცინა

• დიზაინი

ფსიქოლოგია


ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე (აბიტურიენტებისთვის)


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბიტურიენტები ჩაირიცხებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.


გაიარე რეგისტრაცია ვებგვერდზე Naec.ge და აირჩიე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სარეგისტრაციო კოდი - 197  


ინფორმაცია პროგრამების, მისაღები ადგილების რაოდენობის, სავალდებულო საგნების და თითოეულ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარის შესახებ იხილეთ დანართად.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: admissions@kiu.edu.ge
 

 
ჩარიცხვა საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გავლის საფუძველზე  


აბიტურიენტები, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებზე (IB - International Baccalaureate; QSI - Quality School International; Cambridge Assessment International Education; Sabis Educational Holding), KIU საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვას შეძლებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.


საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას. ამ ჩამონათვალში შედის ორგანიზაციები, რომლებთანაც სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება:  
 
• IB (International Baccalaureate), რომლის პროგრამასაც ახორციელებს შპს
ახალი სკოლა და შპს ევროპული სკოლა“;

• QSI (Quality School International), რომლის პროგრამასაც ახორციელებს "QSI International School of Tbilisi";

• Cambridge Assessment International Education, რომლის Cambridge Pathway პროგრამის განხორციელების უფლება აქვს ა(ა)იპ თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლას.

 

 

2025-2026 სასწავლო წლის მიღება

 

 

მნიშვნელოვანი თარიღები

 


1 - 19 სექტემბერიაბიტურიენტების ელექტრონული რეგისტრაცია;

 

9 - 22 სექტემბერი: რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტების უნივერსიტეტში წარმოდგენა (კორპუსი2-041, 2-042);

 

- 22 სექტემბერი: ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდის განაცხადის ფორმის შევსება;

 

1 - 10 სექტემბრი: უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ოთახის დაჯავშნა;

 

22 სექტემბერი2025-2026 სასწავლო წლის დაწყება

 



ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ელექტრონული სარეგისტრაციო ანკეტის შევსება შესაძლებელია 1 სექტემბრიდან - 19 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ბმულზეhttps://register.kiu.edu.ge/online-register/doctor 

 

ანკეტაში საჭიროა, შეიყვანოთ თქვენი პირადი ინფორმაცია და ატვირთოთ რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტები:

 

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ასლი;

2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

3. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

4. სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტი ასლი (ვაჟებისთვის);

5ფერადი ფოტოსურათი 3x4 სმ (ელექტრონული ვერსია).

 

ასატვირთი დოკუმენტები აუცილებელია იყოს დასკანერებული ცალ-ცალკეPDF ფორმატში (ელექტრონული ფოტოსურათის ატვირთვა შესაძლებელია JPEG/PNG ფორმატში).

 

მნიშვნელოვანიასრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ატვირთვისას, დასკანერებული იყოს, როგორც ატესტატი, ასევე, ნოტარიულად დამოწმების გვერდი, სადაც დასმულია ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთრომ უნივერსიტეტში ჩარიცხვის და სტუდენტის სტატუსის მოპოვებისთვის, აუცილებელი წინაპირობაა რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტების უნივერსიტეტში წარმოდგენა და უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება 9 სექტემბრიდან - 22 სექტემბრის ჩათვლით (კორპუსი2-041, 2-042).

 

შენიშვნაკანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც ხელშეკრულებას ხელს აწერს აბიტურიენტის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე, მინდობილი პირი და სხვა) დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მინდობილობა/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. არასრულწლოვანი აბიტურიენტის შემთხვევაში, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს აბიტურიენტის დაბადების მოწმობა.

 

 

უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტების ფონდიდან დაფინანსების მოპოვება

 

 

ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდის განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელი იქნება 1 სექტემბრის 09:00 საათიდან - 22 სექტემბრის 18:00 საათამდე შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/1UoFSHB_4zjQ7ztsSGsFGWZ_Izf_Gpjc4f34LfqjOAUU/preview

 

 

გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტების ფონდიდან დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობის შესახებhttps://www.kiu.edu.ge/index.php?m=413

 

 

უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ოთახის დაჯავშნა

 

სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნვერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ოთახის დაჯავშნა შესაძლებელი იქნება 1 სექტემბრის 09:00 საათიდან - 10 სექტემბრის 18:00 საათამდე შემდეგ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/1eI8VtQOQPISReQs3VP50jFXZvNpBN2KY6XDiTMYwa1w/preview

 

გთხოვთ, განაცხადის შევსებამდე ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურ  საცხოვრებელში დაბინავების პრიორიტეტების შესახებ: https://www.kiu.edu.ge/uploads/KIU%20sacxovrebelze%20registraciis%20dokumenti%202025.pdf