მათემატიკის ზაფხულის სკოლა 2022

ანალიზისა და ალგებრის  ზოგიერთი სტრუქტურა და მათი გამოყენება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

15 – 16 ივლისი

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მიღებას ზაფხულის სკოლაში, რომლის მიზანია სტუდენტთათვის ზოგიერთ ფუნდამენტურ მათემატიკურ სტრუქტურასთან დაკავშირებული თეორიული და გამოყენებითი ასპექტების სწავლება.


ზაფხულის სკოლა ჩატარდება 15 და 16 ივლისს.


მეცადინეობის დრო: 10:00-დან 14:00 საათამდე.


ზაფხულის სკოლას გაუძღვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები: გიორგი ონიანი, ალექსანდრე მესხი, ანზორ ბერიძე და ლუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) პროფესორი ოლივერ დრაგიჩევიჩი.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ  სტუდენტებს, რომელთაც შესწავლილი აქვთ კალულუსისა და ალგებრის საწყისი კურსები.

ზაფხულის სკოლაში მეცადინეობა წარიმართება ჰიბრიდული მოდელით, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20.


როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზ.


აპლიკაციის შევსების ვადა:
23 მაისიდან  6 ივნისამდე.

ზაფხულის სკოლაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.