ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებს:

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა მათემატიკაში
მისანიჭებელი ხარისხი: ფილოსოფიის დოქტორი (PhD) მათემატიკაში
ჩარიცხვის წინაპირობა: მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში ან მომიჯნავე დარგში

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებაში

მისანიჭებელი ხარისხი: ფილოსოფიის დოქტორი (PhD) კომპიუტერულ მეცნიერებაში
ჩარიცხვის წინაპირობა: მაგისტრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში ან მომიჯნავე დარგში

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა ეკონომიკაში
მისანიჭებელი ხარისხი: ფილოსოფიის დოქტორი (PhD) ეკონომიკაში
ჩარიცხვის წინაპირობა: მაგისტრის ხარისხი ეკონომიკასა  ან მომიჯნავე  დარგში (ფინანსები, ბუღალტერია);

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა ფიზიკაში
მისანიჭებელი ხარისხი: ფილოსოფიის დოქტორი (PhD) ფიზიკაში
ჩარიცხვის წინაპირობა: მაგისტრის ხარისხი ფიზიკაში ან მომიჯნავე დარგში

სადოქტორო პროგრამებიზე ჩარიცხვის საერთო წინაპირობა:

აპლიკანტს მანამდე არ ქონდა მონიჭებული სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული ხარისხი;
აპლიკანტს შეუქცევადად არ ქონდა ჩავარდნილი წინა სადოქტორო პროგრამა იმავე ხარისხის ან იგივე დისერტაციისთვის KIU-ში ან სხვა უნივერსიტეტში;
აპლიკანტისათვის უცხოური უნივერსიტეტის მიერ (საქართველოს ფარგლებს გარეთ) გაცემული სადოქტოროს  სწავლების წინა საფეხურის დამადასტურებელი დიპლომი, დადგენილი წესით აღიარებული უნდა იყოს  საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.