KIU-ს სადოქტორო სკოლაში შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ კვლევით-კუმულაციური ფორმატის სადოქტორო ნაშრომები. ეს ნიშნავს, რომ დისერტაცია უნდა იყოს დაფუძნებული დოქტორანტის მიერ შესრულებულ უნივერსიტეტის სადოქტორო სტანდარტით განსაზღვრულ სამეცნიერო ნაშრომებზე.

დისერტაციაში წარმოდგენილი ძირითადი სამეცნიერო შედეგები გაცნობილი უნდა იყოს დარგის სპეციალისტებისთვის რეფერირებული სამეცნიერო ნაშრომებისა და სამეცნიერო მოხსენებების სახით. საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა ეფუძნება ერთობლივი ხელმძღვანელობის მოდელს, როდესაც დოქტორანტმა უნდა მიიღოს მხარდა¬ჭერა ორი ხელმძღვანელისგან:

1. KIU პროფესორი (KIU-თან აფილირებული პროფესორი)
2. მოწვეული პროფესორი (უცხოელი ხელმძღვანელი)


დოქტორანტის ორი სამეცნიერო ხელმძღვანელიდან ერთ-ერთს უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი სპეციალობით, რომელიც ემთხვევა აკრედიტებული პროგრამით მისანიჭებელ ხარისხს, ხოლო მეორე ხელმძღვანელს შეიძლება გააჩნდეს დოქტორის ხარისხი მომიჯნავე სპეციალობაში. შესაბამისად სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მულტიდისციპლინური კვლევითი პროექტების განხორციელებაც არის შესაძლებელი.

შენიშვნა: KIU სადოქტორო სტანდარტი შემუშავებულია TUM-თან და TUM International-თან თანამშრომლობით. პროგრამა აკრედიტირებულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: phd@kiu.edu.ge