უთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლა არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, რომელშიც ხორციელდება უნივერსიტეტში აკრედიტებული სადოქტორო პროგრამები. სადოქტორო სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს დადგენილი წესით დოქტორანტთა განაცხადების მიღებას, სადოქტორო პროექტების განხილვას, დოქტორანტურაში ჩარიცხვას, დოქტორანტის სწავლის პერიოდში ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, სადოქტორო ნაშრომის განხილვას და დაცვის პროცედურებს. სადოქტორო სკოლა უზრუნველყოფს დოქტორანტის რეგისტრაციას და სადოქტორო პროექტის განსახორციელებლად საჭირო ნორმატიულ პროცედურებს.

საუნივერსიტეტო სადოქტორო სტანდარტი მოქმედებს სკოლაში აკრედიტებულ ყველა საერთაშორისო სადოქტორო პროგრამებისთვის.