საქართველოს მოქალაქეებისთვის პროგრამაზე მიღების წინაპირობები



1. საერთო სამაგისტრო გამოცდა


სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ მიღებისთვის საქართველოს მოქალაქე აპლიკანტს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საერთო სამაგისტრო გამოცდა.


2. შესაბამისი ბაკალავრის ხარისხი


სამაგისტრო პროგრამაზე მიღებისთვის, აპლიკანტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს შემდეგი დისციპლინებიდან:
• მენეჯმენტი 
• ფინანსები 
• ბუღალტერია 
• ეკონომიკა 
• ბიზნესი და საინფორმაციო სისტემების ინჟინერია 
• კომპიუტერული მეცნიერება 
• საინფორმაციო ტექნოლოგიები
• საინფორმაციო სისტემები 
• მათემატიკა 
• სტატისტიკა ან დაკავშირებული სწავლების სფერო 
• ფიზიკა 
• კომპიუტერული ინჟინერია 
• ელექტრონული ინჟინერია 



3. ინგლისური ენის დონე

სამაგისტრო პროგრამაზე მიღებისთვის, აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას არანაკლებ B2 დონეზე და წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (წარმოსადგენი საბუთების ნუსხა იხილეთ ქვემოთ).

 

4. ზეპირი გამოცდა/მიღების ინტერვიუ

სამაგისტრო პროგრამაზე მიღებისთვის, აპლიკანტმა საჭიროა გაიაროს ზეპირი გამოცდა/მიღების ინტერვიუ პროგრამის ხელმძღვანელ პირებთან.


 

ჩარიცხვის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება



სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ ჩარიცხვის მიზნით ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.kiu.edu.ge/geo/admission

 

 

 

 

პროგრამაზე მიღების წინაპირობები


მსურველთა მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე.

ხანგრძლივობა:   2 წელი, 120 ЕCTS


 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:


ტელ.: 
(+995) 511 13 81 97 

ელ.ფოსტა: FIM@kiu.edu.ge