საქართველოს მოქალაქეებისთვის პროგრამაზე მიღების წინაპირობები
1. საერთო სამაგისტრო გამოცდა
სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ მიღებისთვის საქართველოს მოქალაქე აპლიკანტს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საერთო სამაგისტრო გამოცდა.
2. შესაბამისი ბაკალავრის ხარისხი
სამაგისტრო პროგრამაზე მიღებისთვის, აპლიკანტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს შემდეგი დისციპლინებიდან:
• მენეჯმენტი
• ფინანსები
• ბუღალტერია
• ეკონომიკა
• ბიზნესი და საინფორმაციო სისტემების ინჟინერია
• კომპიუტერული მეცნიერება
• საინფორმაციო ტექნოლოგიები
• საინფორმაციო სისტემები
• მათემატიკა
• სტატისტიკა ან დაკავშირებული სწავლების სფერო
• ფიზიკა
• კომპიუტერული ინჟინერია
• ელექტრონული ინჟინერია
3. ინგლისური ენის დონე
სამაგისტრო პროგრამაზე მიღებისთვის, აპლიკანტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას არანაკლებ B2 დონეზე და წარმოადგინოს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (წარმოსადგენი საბუთების ნუსხა იხილეთ ქვემოთ).
4. ზეპირი გამოცდა/მიღების ინტერვიუ
სამაგისტრო პროგრამაზე მიღებისთვის, აპლიკანტმა საჭიროა გაიაროს ზეპირი გამოცდა/მიღების ინტერვიუ პროგრამის ხელმძღვანელ პირებთან.
ჩარიცხვის მსურველთა დოკუმენტაციის მიღება
რეგისტრაციის და გასაუბრების ვადები სამაგისტრო პროგრამებზე:
• ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი
25 აგვისტო -15 სექტემბერი: მაგისტრანტობის კანდიდატების ელექტრონული რეგისტრაცია;
1 - 16 სექტემბერი: ზეპირი გამოცდა/მიღების ინტერვიუ;
16 - 19 სექტემბერი: ხელშეკრულების გაფორმება;
22 სექტემბერი: 2025-2026 სასწავლო წლის დაწყება.
სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“ ჩარიცხვის მსურველთა დოკუმენტაცია მიიღება ელექტრონულად. ელექტრონული სარეგისტრაციო ანკეტა ხელმისაწვდომი იქნება 25 აგვისტოდან: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSflmWtIQqWi-fWGjNC1TNLA__6eDkFQKAdduxPvxWxICTpo2A/viewform?usp=dialog
"ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის" პროგრამის შესახებ კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: FIM@kiu.edu.ge
ანკეტაში, საჭიროა, შეიყვანოთ თქვენი პირადი ინფორმაცია და ატვირთოთ რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტები:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი. 2025 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე;
3. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი (ასეთის
არსებობის შემთხვევაში);
4. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის
ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5. ფოტოსურათი (3X4 სმ) – ელექტრონული ვერსია;
6. ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბაკალავრიატის საფეხურის ინგლისურ ენაზე გავლის შესახებ ან სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;
7. სამოტივაციო წერილი - 1(ერთი) გვერდი.
ასატვირთი დოკუმენტები, აუცილებელია, იყოს დასკანერებული ცალ-ცალკე, PDF ფორმატში (ელექტრონული ფოტოსურათის ატვირთვა შესაძლებელია JPEG/PNG ფორმატში).
მნიშვნელოვანია, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვისას, დასკანერებული იყოს როგორც დოკუმენტი, ასევე, ნოტარიულად დამოწმების გვერდი, სადაც დასმულია ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი.
პროგრამაზე მიღების წინაპირობები
მსურველთა მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საფუძველზე.
ხანგრძლივობა: 2 წელი, 120 ЕCTS
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: (+995) 577 66 84 88
ელ.ფოსტა: FIM@kiu.edu.ge