ფლორიან რუპი 2020 წელს დაინიშნა მათემატიკის პროფესორის თანამდებობაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 2017 წლიდან იგი მონაწილეობს სხვადასხვა კიბერ და ციფრულ პროექტებში, როგორც კიბერ და ინოვაციების ლაბორატორიის ანალიტიკური (კვლევითი) ცენტრის დირექტორი, როგორც RailMaint GmbH-ის მთავარი ციფრული ოფიცერი, როგორც პროექტის უფროსი მენეჯერი და მოგვიანებით,  BWI GmbH-ის მთავარი კონსულტანტი. მისი სახელი ასოცირდება მიუნხენის შეიარაღებული ძალების უნივერსიტეტის კვლევით ცენტრ CODE-თან. უფრო მეტიც, ის არის გამოყენებითი მექანიზმების დიზაინის ინსტიტუტისა (IFAMD)  და Transformation Consulting International-ის პარტნიორი.

პროფესორ რუპის სამეცნიერო ინტერესებში შედის სტოქასტური დინამიკური სისტემები და მათი სტაბილურობა/ბიფურკაციები, ჰამილტონის სისტემები და (კლასიკური) მოლეკულური დინამიკა, პროგრამები და მათემატიკური მოდელირება ქიმიაში, ბიოლოგიაში, ინჟინერიასა და განსაკუთრებით სოციალურ მეცნიერებებში, ასევე კერძო დიფერენციალური განტოლებების (PDEs) სიმულაცია სტოქასტური/შემთხვევითი გაძლიერებით ან მართვით.
2013-2017 წლებში იგი იყო გერმანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (GUtech) მათემატიკისა და მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი ომანის დედაქალაქ მასკატში, ომანის სასულთნოში. მანამდე ის იყო, მათემატიკის კათედრაზე აკადემიური მრჩეველი მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. 2011 წლიდან ფლორიან რუპი არის  ჰურვიცის მათემატიკოსთა გაერთიანების ვიცე პრეზიდენტი (“Hurwitz-Gesellschaft zur Förderung der Mathematik an der TU München e.V”) მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტში. გარდა ამისა, იგი იყო რამდენჯერმე მოწვეული პირი ფაკულტეტის თანამდებობებზე მეფე აბდულას სახელობის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდასთან ახლოს, აფრიკის მათემატიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში, სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში, ვენის ტექნიკური უნივერსიტეტსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

2002 წელს დოქტორმა რუპმა მიიღო დიპლომი ძირითად სპეციალობად მათემატიკაში, ხოლო დამატებით სპეციალობად ქიმიაში მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. დოქტორანტურაზე სწავლის დროს ის ფლობდა გერმანიის კვლევითი ფონდის (the Deutsche Forschungsgemeinschaft) სტიპენდიას მიუნხენის გამოყენებითი ალგორითმული მათემატიკის უმაღლეს სკოლაში, ხოლო 2005 წელს მან მოიპოვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი პროფესორ შურლეს ხელმძღვანელობით მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ასევე, პროფესორ რუპი არის კონფლიქტების მოგვარების ინტერდისციპლინარული პანევროპული კვლევითი ცენტრის (CCR) წევრი და აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის, მათემატიკისა და მექანიკის ინსტიტუტის შრომების საერთაშორისო სარედაქციო მრჩეველთა საბჭოს წევრი.