TUM International GmbH (TUMint) ინოვაციებისა და კვლევების მიმართულებით ევროპის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) შვილობილი ორგანიზაციაა. TUMint სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო დაწესებულების, ინოვაციური ეკოსისტემის, ცოდნის გადაცემისა და ტექნოლოგიის ცენტრის წამყვანი კონსულტანტი, დეველოპერი და მენეჯერია. იგი მიზნად ისახავს ადამიანებისა და ორგანიზაციების დახმარებას ინოვაციური პოტენციალის გამოვლენაში. TUMint აერთიანებს საერთაშორისო პარტნიორებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, სამთავრობო და სამრეწველო სექტორებიდან და, შესაძლებლობას აძლევს მათ, ჩაერთონ გლობალური ტრანსფორმაციის ძირითად პროცესში, აღმოაჩინონ განვითარების ახალი, მდგრადი და მოქნილი გზები.

2017 წლიდან TUMint მხარს უჭერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU), საუნივერსიტეტო კამპუსის, მენეჯმენტის სტრუქტურის, ცოდნის გადაცემის სტრატეგიისა და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში. KIU-ს მიზანია სტუდენტებს შესთავაზოს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მოდელზე დაფუძნებული უმაღლესი ხარისხის განათლება, რომელიც ითვალისწინებს სამეწარმეო და თანამედროვე უნივერსიტეტის დამკვიდრებას. TUM International-ის მხარდაჭერა მოიცავს საერთაშორისო დონის პროფესორების შერჩევას, საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვებას, სწავლების მაღალი ხარისხის შენარჩუნებასა და სხვა სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით გზამკვლევის ფუნქციის შეთავსებას.


2021 წლიდან TUM International-ის ძირითადი მიზანი KIUInnovate-ის მხარდაჭერაცაა. KIUInnovate პლატფორმა წარმოადგენს KIU-ს საეტაპო ინიციატივას და ემსახურება როგორც მეწარმეობისა და ინოვაციების დამკვიდრებას აკადემიურ და არა-აკადემიურ საუნივერსიტეტო პროგრამებში, ისე უნივერსიტეტის გარშემო ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი ინოვაციების ეკოსისტემის შექმნას. TUM International მხარს უჭერს აღნიშნულ ინიციატივას განვითარების შემდგომ ეტაპზეც და, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, მასპინძლობს ყოველწლიურ KIU ინოვაციების ბიზნეს ფორუმს.


ამასთანავე, TUM International ეხმარება KIU-ს, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ცნობადობის გაზრდაში.


ბმულები: https://www.tum-international.com/en/
                 https://www.tum.de/en/