ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ეროვნულ მობილობას 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.

გარე მობილობის მსურველ პირთა რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ განათლების მართვის საინფორმაციო პორტალის სტუდენტის ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge  
დამატებითი წესების და რეგულაციების სანახავად იხილეთ ბმული: mob_info.pdf
რეგისტრაციის ვადები: 2022 წლის 28 იანვარი - 8 თებერვალი (18:00-მდე).

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადმოსასვლელად ელექტრონულ პორტალზე დადებითი პასუხის მიღების შემდეგ მსურველმა სტუდენტებმა მობილობისათვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: oss@kiu.edu.ge

საბუთების ჩამონათვალი:

* სტუდენტის განცხადება;
* სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
* პირადობის მოწმობის ასლი;
* წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
* სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
* სტუდენტის სასწავლო ბარათი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული და ასევე, ელექტრონული -Excel ან Doc ფორმატით);
* უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
* გავლილი საგნების სილაბუსები;
* შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების შესახებ. (ცნობის მისაღებად საჭიროა მიმართოთ NAEC-ს განცხადებით: https://naec.ge/#/ge/post/2261 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ცნობის დამზადებას სჭირდება მინიმუმ 7 სამუშაო დღე)

უნივერსიტეტში საბუთების წადგენის ვადა: 2022 წლის 10 - 12 თებერვალი (18:00-მდე).
სტუდენტებთან გასაუბრება და კრედიტების აღიარება: 2022 წლის 14 - 17 თებერვალი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობით ჩარიცხვის  წინაპირობები განისაზღვრება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პროფილურ საგნებში მიღებული მინიმალური შეფასებით:

მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა

ინგლისური ენა 50%
მათემატიკა 49% ან ფიზიკა 50%

კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა
ინგლისური ენა 50%
მათემატიკა 44% ან ფიზიკა 45%

მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა
ინგლისური ენა 50%;
მათემატიკა 39% ან ისტორია 70%

სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებს ვინც წარმატებით გაივლის გასაუბრებას. მობილობის განხორციელებისას პროგრამის მიზნებთან თანხვედრაში სტუდენტს შესაძლებელია უღიარდეს არაუმეტეს 60 ECTS კრედიტისა.

საგანმანათლებლო პროგრამასთან, კრედიტების აღიარებასთან და გასაუბრებასთან დაკაშირებით დაგვიკავშირდით:

საგანმანათლებლო პროგრამა: მათემატიკა
ელ-ფოსტა: math@kiu.edu.ge
ტელ: 511 134 197

საგანმანათლებლო პროგრამა: კომპიუტერული მეცნიერება
ელ-ფოსტა: cs@kiu.edu.ge;
ტელ: 511 135 197

საგანმანათლებლო პროგრამა: მენეჯმენტი

ელ-ფოსტა: mgmt.admin@kiu.edu.ge;
ტელ: 599 909 599

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:    
ელ-ფოსტა: oss@kiu.edu.ge
ტელ: 598 995 616