2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა


სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მობილობის ელექტრონულ პორტალზე  რეგისტრაციის ვადები

• 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარმოდგენის ვადა განისაზღვრა - 2021 წლის 19 ივლისიდან - 2021 წლის 30 ივლისის ჩათვლით

• მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა - 2021 წლის 16 აგვისტოდან - 2021 წლის 30 აგვისტოს 18:00 სთ-მდე

• ხოლო მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა - 2021 წლის 6 სექტემბრიდან - 2021 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით

• მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე https://emis.ge/newss/2055/

მობილობის წესები და პროცედურები: https://emis.ge/upload/doc/mob_info.pdf


სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:

• უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა დოკუმენტაციის მიღება - 2021 წლის 3-6 სექტემბერი (დოკუმენტების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: oss@kiu.edu.ge);

• უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება, სტუდენტებთან გასაუბრება და აღიარებული კრედიტების გაცნობა – 2021 წლის 7-10 სექტემბერი;

• მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 2021 წლის 13 სექტემბერი.


სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვაკანტური ადგილები და პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:


1. მათემატიკა – 3 ვაკანტური ადგილი;
წინაპირობები: 1. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეს: ინგლისური ენა 50%+1; მათემატიკა 46%+1; 2. გასაუბრება;

2. კომპიუტერული მეცნიერება – 12 ვაკანტური ადგილი;
წინაპირობები: 1. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეს: ინგლისური ენა 50%+1; მათემატიკა 43%+1; 2. გასაუბრება;

3. მენეჯმენტი (კონცენტრაციები: ეკონომიკა და პოლიტიკა; ფინანსები და საბუღალტრო აღრიცხვა; ოპერაციების და მიწოდების ჯაჭვის მართვა; მარკეტინგი; სტრატეგია და ლიდერობა; ინოვაცია და მეწარმეობა) - 30 ვაკანტური ადგილი.
წინაპირობები: 1. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეს: ინგლისური ენა 50%+1; მათემატიკა 40%+1; 2. გასაუბრება;

შენიშვნა:  სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებს, რომლებსაც KIU-ს პროგრამის მიზნებისთვის შესაძლებელია უღიარდეთ არაუმეტეს 60 კრედიტისა.

სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი სტუდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
დოკუმენტების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: oss@kiu.edu.ge
•  განცხადება;
•  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
•  პირადობის მოწმობის ასლი;
•  წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•  სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
•  სტუდენტის სასწავლო ბარათი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული და ასევე,  ელექტრონული -Excel ან Doc ფორმატით);
•  უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•  გავლილი საგნების სილაბუსები.


საგანმანათლებლო პროგრამასთან, კრედიტების აღიარებასთან და გასაუბრებასთან დაკაშირებით დაგვიკავშირდით:

საგანმანათლებლო პროგრამა: მათემატიკა
ელ-ფოსტა: math@kiu.edu.ge
ტელ: 511 134 197

საგანმანათლებლო პროგრამა: კომპიუტერული მეცნიერება
ელ-ფოსტა: cs@kiu.edu.ge;
ტელ: 511 135 197

საგანმანათლებლო პროგრამა: მენეჯმენტი
ელ-ფოსტა: mgmt.admin@kiu.edu.ge;
ტელ: 599 909 599

წარმოსადგენ დოკუმენტებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით:
ელ-ფოსტა: oss@kiu.edu.ge
ტელ: 511 133 197