ძვირფასო სტუდენტებო
,


ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ თქვენ აირჩიეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. გილოცავთ ყველა სტუდენტს და ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოების ახალ წევრებს!

 

წელს, ჩვენი უნივერსიტეტი საგრძნობლად გაიზარდა. ახლა უკვე გვყავს როგორც ნიჭიერი პირველკურსელები, ასევე გამოცდილი მეორე კურსელებიც - ე.წ. „სოფომორები“. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები საკმაოდ რთული დასაძლევია: 1800-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა  უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი და მათგან დაახლოებით 23%-მა შეძელით წარმატებით გადაგელახათ ეროვნული გამოცდების ბარიერები ან საერთაშორისო სტუდენტთა მისაღები ინტერვიუები.

 

თქვენ შემოუერთდით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოჯახს რომელიც, იმედი მაქვს, გზას გაგიკვალავთ მომავალი ცხოვრებისაკენ და იქნება ადგილი, რომლითაც მომავალში იამაყებთ. იმედი მაქვს, უნივერსიტეტი გახდება თქვენი აკადემიური სახლი.

 

წელს უნივერსიტეტში ჩაირიცხეთ ქვეყნის საუკეთესო სტუდენტები და ეს ჩვენთვის  დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ საუნივერსიტეტო კამპუსში შევქმნათ მეგობრული გარემო და უზრუნველვყოთ ყველა ის სერვისი, რაც აუცილებელი იქნება, რომ კონცენტრირდეთ სწავლასა და თქვენი ტალანტებისა და ინტერესების მაქსიმალურად განვითარებაზე, იმისათვის, რომ მომავალში მიაღწიოთ პროფესიულ კარიერულ წარმატებებს. იმედი მაქვს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა თქვენთვის იქნება სასიამოვნო პროცესი.

 

დღეს ახალ აკადემიურ წელს ვიწყებთ უამრავი გამოწვევის ფონზე, რაც დაკავშირებულია გლობალურ პანდემიასთან. პირველ სემესტრს ვიწყებთ ონლაინ ს, თუმცა ოქტომბრიდან ვგეგმავთ გადავიდეთ სააუდიტორიო სწავლებაზე. გირჩევთ ონლაინ სასწავლო გარემო გამოიყენოთ ეფექტურად, თქვენი სწავლის მიზნების ცოდნითა და თვითდისციპლინით. ისწავლეთ იმისათვის, რომ მიიღოთ მეტი ცოდნა და არა იმისათვის, რომ ჩააბაროთ გამოცდები. პირველკურსელებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი პროფესიულ განვითარებაში, რომელიც უნდა გამოიყენეთ გონივრულად.

 

იმედი მაქვს, წლევანდელი წელი იქნება კიდევ უფრო საინტერესო ჩვენი ახალი სტუდენტებისათვის. ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი იდეები და გამოცდილება შარშან ჩაირიცხულ სტუდენტებს - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ ნაკადს.

 

სტუდენტთა აქტიური ჩართულობა უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. დაისახეთ ამბიციური მიზნები და იქონიეთ გლობალური მისწრაფებები. მსოფლიო ელოდება ახალ ტალანტებს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ დავიდ ჰილბერტი, ალან ტურინგი და ადამ სმიტი.

 

შესაძლებელია, რომ სწორედ თქვენ ხართ ის სტუდენტები - ვინც პირველ ნაბიჯებს დგავთ საუნივერსიტეტო განათლების საფეხურზე, ხოლო ხვალ შეძლებთ შეცვალოთ მეცნიერების განვითარება და კაცობრიობის ყოფა უკეთესობისკენ!

 

ყველას გისურვებთ წარმატებულ ახალ 2021-2022 აკადემიურ წელს!

 

ალექსანდრე თევზაძე

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი


ბიოგრაფია


Rector Welcome 2020