ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სთავაზობს ბაკალავრიატის  საერთაშორისო სტანდარტის სამ ინგლისურენოვან  პროგრამას:

კომპიუტერული მეცნიერება
მათემატიკა
მენეჯმენტი

 

უნივერსიტეტი მომავალში გეგმავს ახალი პროგრამების დამატებას შემდეგ დისციპლინებში:

• ფიზიკა
• ქიმია
• ბიოლოგია
• სამშენებლო ინჟინერია
• ელექტრული ინჟინერია
• ენერგო ინჟინერია
• განათლება
• ხელოვნება და ჰუმანიტარული მეცნიერებები
• მედიცინა და ა.შ.


KIU-ს ამოცანაა სტუდენტებს შესთავაზოს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე და/ან მსოფლიო სტანდარტის პროგრამები. TUM-თან და TUM International-თან თანამშრომლობით შემუშავებული პროგრამები საერთაშორისო ხარისხის შესაბამისია. KIU-ში ლექციებს კითხულობენ, როგორც ქართველი ასევე უცხოელი პროფესორები და ლექტორები.


პროგრამები დამტკიცებულია უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ, რომელიც შედგება ცნობილი და წამყვანი მეცნიერებისა და პროფესორებისაგან.


საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო