ნიკა გაგუა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ხელმძღვანელი.
განათლება მიიღო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე, შემდგომ კი განაგრძო უწყვეტი პროფესიული განვითარება კომპიუტერული მეცნიერების თანამედროვე მიმართულებებზე - ვებ-განვითარება, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, მონაცემთა მეცნიერება, DevOps, ხელოვნური ინტელექტი და RAG სისტემები.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს 10-წლიან წარმატებულ კარიერას ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში - IT მხარდაჭერის სპეციალისტიდან full-stack დეველოპერამდე და ლიდერშიპის პოზიციამდე. მუშაობდა ფინტექ კომპანიებში Python და Odoo დეველოპერის პოზიციაზე, ასევე საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში Full-stack დეველოპერად. დამატებით, ფრილანსერის სტატუსით თანამშრომლობდა სხვადასხვა პროექტებზე, რაც მოიცავდა მრავალფეროვან პროგრამირების ენებთან და ტექნოლოგიურ სტეკთან მუშაობას.
KIU-ში კომპიუტერულ მეცნიერებათა სკოლის ხელმძღვანელის პოზიციაზე თავის მისიად მიიჩნევს განათლების უახლესი ტენდენციების დანერგვასა და ინდუსტრიის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას. ის ფოკუსირებულია სასწავლო კურიკულუმის სისტემურ განახლებაზე, რათა უზრუნველყოს სტუდენტების მომზადება თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში წარმატებული კარიერისთვის და სურს დანერგოს პროექტზე ორიენტირებული სწავლების (Project-Based Learning) მეთოდოლოგია, რაც სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებას მისცემს.