პროგრამის სტრუქტურა

 

მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა იწყება შესავალი კურსებით უმაღლეს მათემატიკაში, ალბათობასა და სტატისტიკაში, აკადემიურ წერასა და კომუნიკაციაში, ინგლისურ ენაში. სტუდენტი პირველი ოთხი სემესტრის განმავლობაში შეიძენს საბაზისო ცოდნას მენეჯმენტში, ეკონომიკაში, სამართალსა და მათემატიკაში, რომლებიც მენეჯმენტში აკადემიური ხარისხის საფუძველს წარმოადგენს.

 

შემდგომ სემესტრებში, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაიღრმავონ მენეჯმენტში ცოდნა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი უნარები პროგრამის შესაბამისი კონცეტრაციის/კონცენტრაციების არჩევის გზით, მათთვის სასურველი მიმართულებით (ინოვაციები და მეწარმეობა; მარკეტინგი, სტრატეგია და ლიდერობა; ოპერაციათა მენეჯმენტი და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი; ეკონომიკა და პოლიტიკა; ფინანსები).

 

 

სტუდენტების პრაქტიკული გამოცდილება უზრუნველყოფილია მრავალფეროვანი, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებით (ლექციები, პროექტები, პრაქტიკა და სამინარები და სხვა).

 

 

პროგრამის კურიკულუმი