მირანდა კავაძემირანდა კავაძე

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელი

 

მირანდა კავაძე არის ეკონომიკის დოქტორი (2017), სადოქტორო დისერტაციითსაქართველოს ეკონომიკის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლების ძირითადი მიმართულებები“. მან, ასევე, მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმე) (2010).

მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს, როგორც აკადემიურ, ისე, ადმინისტრაციულ საქმიანობას. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სწავლებისა და უნივერსიტეტების მართვის მიმართულებითმუშაობდა, როგორც აკადემიურ თანამდებობებზე, ასევე, ადმინისტრაციულ პოზიციებზე. იგი აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო სასწავლო და კვლევით პროცესებში, როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ.

მისი სამეცნიერო ინტერესებიასაერთაშორისო კონკურენტუნარიანობა, შემოსავლის უთანასწორობა გლობალურ ჭრილში, ციფრულიზაციის გავლენა მომსახურების სექტორზე, განახლებადი ენერგიის როლი მდგრად განვითარებაში და რეგიონული ეკონომიკური პროცესები. მირანდა კავაძე არის მონოგრაფიისა და სასწავლო კურსების ავტორი, ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია და კვლევა. მისი მოხსენებები წარდგენილი აქვს საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებზე.

მირანდა კავაძე აქტიურად ხელმძღვანელობს სტუდენტების კვლევით პროექტებს საბაკალავრო და სამაგისტრო დონეზე, მათ შორის, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. მისი ხელმძღვანელობით სტუდენტები მონაწილეობდნენ აკადემიურ კონფერენციებში, საერთაშორისო კვლევით საქმიანობასა და ინოვაციური იდეების განვითარებაში.

იგი, ასევე, ჩართულია საერთაშორისო საგრანტო და საგანმანათლებლო ინიციატივებში. მან ხელი შეუწყო სტუდენტებში მეწარმეობის უნარების განვითარებას, ინოვაციური ბიზნეს-იდეების წარმოქმნასა და ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღებას. Erasmus+-ის პროექტების ფარგლებში, განხორციელდა სასწავლო პროგრამების მოდერნიზაცია, კრედიტების აღიარებისა და აკადემიური მობილობის პროცესების გაუმჯობესება, ასევე, ხელი შეეწყო სტუდენტების აქტიურ მონაწილეობასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

გარდა აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობისა, მირანდა კავაძე რეგულარულად მონაწილეობს პროფესიულ ტრენინგებსა და სემინარებში. ის სერტიფიცირებულია მეწარმეობის, ლიდერობის, ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და ტრენერთა ტრენინგის მიმართულებით, რაც დამატებით განამტკიცებს მის პროფესიულ კომპეტენციას.