პროფესორი ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი


პროფ. ნათია ზედგინიძე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია. მას აქვს საჯარო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში 20 წლიანი მუშაობის გამოცდილება. 2006 წლიდან იგი არის ასოცირებული პროფესორი, ლექტორი და მენტორი.

პროფ.ზედგინიძის სპეციალიზაცია ასევე მოიცავს შიდა აუდიტს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში/კომპანიებში საერთაშორისო მართვის სისტემის სტანდარტების (ISO) შესაბამისად. იგი ავითარებდა კომპანიების მართვის სისტემებს და ამზადებდა მათ ISO სტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირებისათვის.

პროფ.ზედგინიძის სპეციალიზაცია ასევე მოიცავს შიდა აუდიტს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში/კომპანიებში საერთაშორისო მართვის სისტემის სტანდარტების (ISO) შესაბამისად. იგი ავითარებდა კომპანიების მართვის სისტემებს და ამზადებდა მათ ISO სტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირებისათვის.
 
პროფ. ზედგინიძეს აქვს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (USAID, GIZ, UNDP, DRC, EBRD და სხვა) მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტებში ექსპერტ-კონსულტანტის რანგში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება. მისი საკონსულტაციო და ექსპერტული საქმიანობა მოიცავს ორგანიზაციული შესაძლებლობების და ადამიანური კაპიტალის განვითარებას.
 
პროფ. ზედგინიძემ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 2006 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სადისერტაციო ნაშრომი ეკონომიკის მეცნიერებებში ეხებოდა საინვესტიციო პროექტების შეფასებას საქართველოში, აქცენტით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და მათი შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, ეფექტურობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით. მას ასევე აქვს მოპოვებული ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში. 2009-2010 წლებში ბრითიშ პეტროლიუმის (BP) დაფინანსებით პროფ. ზედგინიძემ გაიარა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტების მართვის კურსი PMI სტანდარტების შესაბამისად.
 
ნათია ზედგინიძე, ამავდროულად არის ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის (Central Eurasian Leadership Aliance - CELA Georgia) დირექტორი.