ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) გთავაზობთ კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას, რომელიც შემუშავებულია TUM-თან და TUM International-თან პარტნიორობით. პროგრამა აერთიანებს მყარ თეორიულ საფუძვლებსა და პრაქტიკულ მუშაობას და ღიაა როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის.
მისანიჭებელი ხარისხი: მეცნიერების ბაკალავრი კომპიუტერულ მეცნიერებაში
ხანგრძლივობა: 4 წელი (240 ECTS) ან 3 წელი (180 ECTS)
სწავლების ენა: ინგლისური
ჩარიცხვა
საქართველოს მოქალაქეები ირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, შემდეგი მინიმალური ზღვრებით:
| საგანი | სტატუსი | მინიმალური ზღვარი |
| ქართული ენა | სავალდებულო | 25%-ზე მეტი |
| ინგლისური ენა | სავალდებულო | 75%-ზე მეტი |
| მათემატიკა ან ფიზიკა | სავალდებულო-არჩევითი | 55%-ზე მეტი / 60%-ზე მეტი |
უცხოელი სტუდენტები: ინგლისური ენის B2 დონე და გასაუბრება – იხილეთ Admissions.
პროგრამის სტრუქტურა
ორივე ფორმატს აქვს ერთნაირი მიზნები და სწავლის შედეგები:
| კომპონენტი | 4 წელი | 3 წელი |
| კომპიუტერული მეცნიერების სავალდებულო კურსები | 72 | 76 |
| მათემატიკის სავალდებულო კურსები | 24 | 24 |
| ლაბორატორიები, პროექტი, სტაჟირება, საბაკალავრო ნაშრომი | 42 | 24 |
| არჩევითი კურსები | 54 | 30 |
| სავალდებულო არჩევითი კურსი | 6 | 6 |
| ინგლისური ენა | 12 | 8 |
| თავისუფალი კურსები / მაინორი (მენეჯმენტი ან მათემატიკა) | 30 | 12 |
| სულ ECTS | 240 | 180 |
ინგლისური ენის კურსები სავალდებულოა C1 დონემდე; C1 ან უფრო მაღალი დონის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ ამის ნაცვლად აირჩიონ არჩევითი კურსები. მაინორის არჩევა შესაძლებელია 4-წლიან პროგრამაში.
დასაქმების შესაძლებლობები
კურსდამთავრებულები საქმდებიან პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის, კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ანალიტიკის, კვლევისა და IT კონსულტაციის სფეროებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
სწავლის შედეგები
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ:
1. გააანალიზონ კომპლექსური გამოთვლითი პრობლემები და მათ გადასაჭრელად გამოიყენონ კომპიუტერული მეცნიერებისა და მომიჯნავე დისციპლინების პრინციპები
2. დააპროექტონ, დანერგონ და შეაფასონ კომპიუტერზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რომლებიც აკმაყოფილებს მოცემულ მოთხოვნებს
3. ეფექტიანად იმუშაონ გუნდის წევრის ან ლიდერის როლში
4. გამოიყენონ კომპიუტერული მეცნიერების თეორია და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების საფუძვლები სხვადასხვა პლატფორმისთვის გადაწყვეტილებების შესაქმნელად
5. დაამყარონ ეფექტიანი კომუნიკაცია სხვადასხვა პროფესიულ აუდიტორიასთან
6. მიიღონ ინფორმირებული პროფესიული გადაწყვეტილებები სამართლებრივ, ეთიკურ და უსაფრთხოების პრინციპებზე დაყრდნობით
7. დამოუკიდებლად შეიძინონ ახალი ცოდნა და უნარები და განაგრძონ სწავლა განათლების შემდეგ საფეხურზე
კონტაქტი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: cs@kiu.edu.ge