ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ახორცილებს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამას.
KIU  იწვევს სტუდენტებს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს.

მისანიჭებელი ხარისხი: მეცნიერების ბაკალავრი მენეჯმენტში


სწავლების ენა:  ინგლისური


შენიშვნა : საჭიროებისამებრ, უნივერსიტეტი სტუდენტებს ინგლისური ენის კურსებს და აკადემიური მხარდაჭერის პროგრამებს შესთავაზებს.



აკრედიტაცია


• პროგრამა შემუშავებულია TUM-თან და TUM International-თან თანამშრომლობითდა დამტკიცებულია  საერთაშორისო მრჩეველთა  საბჭოს მიერ
• პროგრამის აკრედიტაცია საქართველოს აკრედიტაციის  ექვივალენტურია

 

ჩასაბარებელი საგნები:

 

სავალდებულო: ქართული 25%-ზე მეტი; ინგლისური ენა 75%-ზე მეტი

სავალდებულო-არჩევითი: მათემატიკა 40%-ზე მეტი ან ისტორია 80%-ზე მეტი

 

 

პროგრამის მიზნები


მენეჯმენტის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტი, რომელსაც ექნება მენეჯმენტის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა ეფექტურად იმუშაოს ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და ბიზნეს გარემოში როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ კონტექსტში.


პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტს განუვითაროს შემდეგი კომპეტენციები:


G1: სტუდენტისთვის მენეჯმენტის ძირითადი თეორიებისა და ფუნქციური მიმართულებების (ფინანსები, მარკეტინგი, ოპერაციები, სტრატეგიული მენეჯმენტი, მეწარმეობა და ეკონომიკური გარემო)  ცოდნის გადაცემა.



G2: პროგრამის მიზანია სტუდენტს განუვითაროს ორგანიზაციული მართვის, გადაწყვეტილების მიღების, ლიდერობისა და გუნდური მუშაობის უნარები.



G3: მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების განვითარება.



G4: პროფესიული ეთიკის, სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული ხედვის ჩამოყალიბება.



G5: პროგრამის მიზანია სტუდენტი მოამზადოს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე და შეუქმნას საფუძველი შემდგომი აკადემიური და პროფესიული განვითარებისთვის.



დასაქმების სფეროები


მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებულები:
• შეძლებენ იმუშაონ მენეჯმენტის სხვადასხვა ფუნქციონალური მიმართულებით (მაგ: ბუღალტერია,  მარკეტინგი, ორგანიზაციის მენეჯმენტი, ფინანსები, კონტროლი ან ადამიანური რესურსები,  ოპერაციები და წარმოება, ეკონომიკა და პოლიტიკის ანალიზი); ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციებში: საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორი.
• შეძლებენ ლიდერი პოზიციების დაკავებას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე
• შეძლებენ წამოიწყონ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა და დამოუკიდებლად მართონ საკუთრებაში არსებული  ბიზნესი როგორც მიკრო, ისე მაკრო დონეზე.


პროგრამის უპირატესობები


• პროფესორები TUM-იდან და უცხოეთის სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან;
• პროგრამაში სტუდენტის სწავლებისას ტრადიციული ლექციებისა და სემინარების გარდა,  დამატებით  გამოიყენება    სწავლების თანამედროვე მეთოდები:
* ტრენინგ სესიები;
*  აქტიური დისკუსიები, დებატები;
* პროექტებზე დაფუძნებული პრეზენტაციები;
* გუნდური და ინდივიდუალური სწავლება;
* ტესტირება,პრაქტიკული სავარჯიშოების ხელმძღვანელთან ერთად განხილვა, კაზუსების/ქეისების ანალიზი,  დისკუსია-სემინარები, ვიდეო პრეზენტაციები, სიმულაციური თამაშები;

• ელექტრონული წვდომა საერთაშორისო საბიბლიოთეკო სისტემაზე;
• მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა თანამედროვე აღჭურვილობით;
• ინდივიდუალური, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები, სემინარების ჩატარება და უწყვეტი განათლების, მუდმივი განვითარების პრაქტიკის დანერგვა;
• ბაკალავრიატის სხვა პროგრამების (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება) სტუდენტებს შეუძლიათ  აირჩიონ დამატებითი პროგრამა მენეჯმენტში;
• სავალდებულო სტაჟირება და საბაკალავრო პროექტი, რომელიც ორიენტირებული იქნება მენეჯმენტის  სფეროებში სტუდენტების უნარ-ჩვევების განვითარებაზე;
• KIU-ში არსებული მრავალკულტურული გარემო, სადაც სტუდენტს შეუძლია ჩამოყალიბდეს გლობალური დონის მენეჯერად და დაბრკოლების გარეშე შეძლოს მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციებსა და  კულტურაში;
• მყარი საბაზისო ცოდნა და უნარ-ჩვევები მათემატიკასა და სტატისტიკაში, რაც აუცილებელია პროგრამით  განსაზღვრული კონცენტრაციების სწავლის შედეგების მისაღწევად;

 

 

როგორ ჩავირიცხო პროგრამაზე?


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს მოქალაქეობის მქონე აბიტურიენტები ირიცხებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.

საერთაშორისო სტუდენტები, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ეწვიოთ: Admissions



საკონტაქტო ინფორმაცია:
ლ.ფოსტა: 
Mgmt@kiu.edu.ge