KIU  ახორცილებს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამას. სწავლება წარიმართება ინგლისურ ენაზე.  KIU  იწვევს სტუდენტებს როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან. დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ:


სწავლების ენა
ინგლისური.
შენიშვნა : საჭიროებისამებრ, უნივერსიტეტი სტუდენტებს ინგლისური ენის კურსებს და აკადემიური მხარდაჭერის პროგრამებს შესთავაზებს.

აკრედიტაცია
• პროგრამა შემუშავებულია TUM-თან და TUM International-თან თანამშრომლობითდა დამტკიცებულია  საერთაშორისო მრჩეველთა  საბჭოს მიერ
• პროგრამის აკრედიტაცია საქართველოს აკრედიტაციის  ექვივალენტურია
• პროგრამა წარდგენილი იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად პირველი  ნაკადის გამოშვებამდე.


პროგრამის მიზნები

მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია მოამზადოს კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, 

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი და უწყვეტი პროფესიული ზრდის უნარების მქონე მენეჯმენტის

ბაკალავრები.

 

მიზანი 1

გადასცეს სტუდენტს ფართო თეორიული ცოდნა და ჩამოუყალიბოს პრაქტიკული 

უნარები მენეჯმენტის როგორც საბაზისო, ისე ერთ-ერთ ფუნქციონალურ მიმართულებაში: 

ფინანსები და საბუღალტრო აღრიცხვა; მარკეტინგი, სტრატეგია და ლიდერობა; 

ინოვაციები და მეწარმეობა; ოპერაციების და მიწოდების ჯაჭვის მართვა; ეკონომიკა და პოლიტიკა.

 

მიზანი 2

განუვითაროს სტუდენტს სამეწარმეო, მმართველობითი და ლიდერობის უნარები, რაც 

აუცილებელია კომპლექსურ, დინამიურად ცვალებად გლობალურ გარემოში 

მმართველობითი ფუნქციების ეფექტურად შესრულებისთვის.

 

მიზანი 3

ჩამოუყალიბოს სტუდენტს ის მსოფლმხედველობა და ფასეულობები, რომლებიც მას აქცევს კონკურენტუნარიან, მაღალკვალიფიციურ, სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობის მქონე, 

თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებულ პირად.


დასაქმების სფეროები
მენეჯმენტის პროგრამის კურსდამთავრებულები:
• შეძლებენ იმუშაონ მენეჯმენტის სხვადასხვა ფუნქციონალური მიმართულებით (მაგ: ბუღალტერია,  მარკეტინგი, ორგანიზაციის მენეჯმენტი, ფინანსები, კონტროლი ან ადამიანური რესურსები,  ოპერაციები და წარმოება, ეკონომიკა და პოლიტიკის ანალიზი); ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციებში: საჯარო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორი.
• შეძლებენ ლიდერი პოზიციების დაკავებას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე
• შეძლებენ წამოიწყონ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა და დამოუკიდებლად მართონ საკუთრებაში არსებული  ბიზნესი როგორც მიკრო, ისე მაკრო დონეზე.


პროგრამის უპირატესობები
• პროფესორები TUM-იდან და უცხოეთის სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან;
• პროგრამაში სტუდენტის სწავლებისას ტრადიციული ლექციებისა და სემინარების გარდა,  დამატებით   გამოიყენება სწავლების თანამედროვე მეთოდები:
- ტრენინგ სესიები;
- აქტიური დისკუსიები, დებატები;
- პროექტებზე დაფუძნებული პრეზენტაციები;
- გუნდური და ინდივიდუალური სწავლება;
- ტესტირება,პრაქტიკული სავარჯიშოების ხელმძღვანელთან ერთად განხილვა, კაზუსების/ქეისების ანალიზი,
 დისკუსია-სემინარები, ვიდეო პრეზენტაციები, სიმულაციური თამაშები;

• ელექტრონული წვდომა საერთაშორისო საბიბლიოთეკო სისტემაზე;
• მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა თანამედროვე აღჭურვილობით;
• ინდივიდუალური, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები, სემინარების ჩატარება და უწყვეტი განათლების, მუდმივი განვითარების პრაქტიკის დანერგვა;
• ბაკალავრიატის სხვა პროგრამების (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება) სტუდენტებს შეუძლიათ  აირჩიონ დამატებითი პროგრამა მენეჯმენტში;
• სავალდებულო სტაჟირება და საბაკალავრო პროექტი, რომელიც ორიენტირებული იქნება მენეჯმენტის  სფეროებში სტუდენტების უნარ-ჩვევების განვითარებაზე;
• KIU-ში არსებული მრავალკულტურული გარემო, სადაც სტუდენტს შეუძლია ჩამოყალიბდეს გლობალური დონის მენეჯერად და დაბრკოლების გარეშე შეძლოს მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციებსა და  კულტურაში;
• მყარი საბაზისო ცოდნა და უნარ-ჩვევები მათემატიკასა და სტატისტიკაში, რაც აუცილებელია პროგრამით  განსაზღვრული კონცენტრაციების სწავლის შედეგების მისაღწევად;


როგორ გავაკეთოთ განაცხადი?
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს მოქალაქეობის მქონე აბიტურიენტები ირიცხებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.

საერთაშორისო სტუდენტებმა, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ეწვიოთ: Admissions