პროფესორი დევი ხვედელიანი
პროფესორი დევი ხვედელიანი არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ხელმძღვანელი. მან დაამთავრა სსიპ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2011 წელს მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
დევი ხვედელიანს, წლების განმავლობაში, სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეკავა ვიცე-რექტორის და დეკანის ადმინისტრაციული, პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობები. იყო სამართლის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები და ტრენინგები პორტუგალიაში, უნგრეთსა და პოლონეთში.
2011-2017 წლებში იყო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი. 2019-2020 წლებში კი, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე.
2022-2023 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კლასტერიზაციის ეროვნული პროექტის კოორდინატორი.
სამსახურებრივ კარიერასთან ერთად, დევი ხვედელიანი აქტიურად ჩართული იყო სამეცნიერო საქმიანობაში. კვლევითი მიმართულებით, მისი ინტერესის საგანია საერთაშორისო კერძო სამართალი. სამეცნიერო სტატიებთან ერთად, მან პირველად საქართველოში გამოსცა მონოგრაფია მემკვიდრეობით ურთიერთობებში საერთაშორისო კერძო სამართალში და ამოცანათა კრებული საერთაშორისო კერძო სამართალში, რითიც ხელი შეუწყო სამართლის ამ დარგის კვლევას და სწავლებას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.