
პროფესორი მირანდა გიორგაშვილი არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ხელმძღვანელი. მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი ფსიქოლოგიაში (2019 წ) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც მოწვეული, ასისტენტი და სრული პროფესორი, ის ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში 2012– 2024 წლებში.
დოქტორანტურის დასრულების შემდეგ აიმაღლა კვალიფიკაცია, ფსიქოთერაპიული საქმიანობის მიმართულებით Eastern Group Psychotherapy Society (USA) - სა და Stephen Mitchell Relational Study Center (USA) -ში (2021-2023 წ). 2021 წლიდან დღემდე ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას, ფსიქოდინამიური ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ფსიქოდინამიური ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის მიმართულებებით. ამჟამად, არის ლაკანიანური ფსიქოანალიტიკური საზოგადოების წევრი და გადის ფორმაციას ფსიქოანალიტიკოსად.
პროფესორ მირანდა გიორგაშვილის აკადემიურ ინტერესს წარმოადგენს სოციალური ფსიქოლოგია, მცირე ჯგუფისა და მასების ფსიქოლოგია, ასევე პოლიტიკური ფსიქოლოგია. კვლევითი მიმართულებით, მისი ინტერესის საგანი არის სოციალური აღქმა, ინფორმაციის დამუშავების მექანიზმები, ემოციების გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და თანამედროვე კულტურის გავლენა პიროვნებაზე.

პროფესორმა კლაუს-კრისტიან კარბონმა ფსიქოლოგიის დიპლომი (Dipl.-Psych.) და ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი (M.A.) ტრიერის უნივერსიტეტში (University of Trier, გერმანია) მიიღო. მან სადოქტორო ხარისხი დაიცვა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში (Free University of Berlin), ხოლო ჰაბილიტაცია-დოქტორატის შემდგომი აკადემიური კვალიფიკაცია, რომელიც საჭიროა პროფესორის სტატუსის მისაღებად - ვენის უნივერსიტეტში (ავსტრია). ამის შემდგომ იგი მუშაობდა დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Delft University of Technology, ნიდერლანდები) და ბამბერგის უნივერსიტეტში (University of Bamberg, გერმანია), სადაც ამჟამადაც იკავებს სრული პროფესორის პოზიციას ზოგადი ფსიქოლოგიისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტში.
პროფესორი კარბონი არის კვლევითი ჯგუფის EPAEG წევრი (Experimental Psychology and Aesthetics Group), რომელიც ფოკუსირებულია მეთოდოლოგიის, კოგნიტური ერგონომიკის, ფსიქოლოგიური ესთეტიკისა და გეშტალტის საკითხებზე. დამატებითი ინფორმაცია ჯგუფის შესახებ ხელმისაწვდომია ვებსაიტებზე: www.experimental-psychology.com ; www.epaeg.de
პროფესორი კარბონი არის 500-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის 240 სტატია გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, ძირითადად, აღქმის ფსიქოლოგიის თემატიკაზე. იგი ხელმძღვანელობდა ათზე მეტ კვლევით პროექტს აღქმისა და მარკეტინგის მიმართულებით, რომელთა საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონ ევროს შეადგენს. პროფ. კარბონი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში როგორც მოწვეული სპიკერი და ექსპერტი.
პროფ. კარბონი ასევე ასრულებს მნიშვნელოვან როლს აკადემიურ გამომცემლობებში:
• მთავარი რედაქტორი: Art & Perception
• სექციის რედაქტორი: Perception და i-Perception
• ასოცირებული რედაქტორი: Frontiers in Psychology, Frontiers in Neuroscience, Journal of Perceptual Imaging, Advances in Cognitive Psychology
• რედაქციის საბჭოს წევრი: Open Psychology, Musicae Scientiae, Leadership, Education and Personality
2023 წლიდან პროფესორი კარბონი არის ევროპის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის (European Academy of Sciences and Arts) სრული წევრი.