პროფესორი მირანდა გიორგაშვილი - დაასრულა თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019 დაიცვა დოქტორის ხარისხი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით. 2020 წლიდან აიმაღლა კვალიფიკაცია ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიის მიმართულებით. ამჟამად გადის ფორმაციას ფსიქოანალიტიკოსად, ლაკანიანური ფსიქოანალიზის მიმართულებით.
2012 წლიდან ასწავლის სხვადასხვა კურსებს (კვლევის მეთოდები, პიროვნების ფსიქოლოგია, ჯგუფის ფსიქოლოგია, პოლიტიკური ფსიქოლოგია, კოგნიტური ფსიქოლოგია) ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურებზე, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
2021 წლიდან აქვს კერძო პრაქტიკა ჯგუფური ფსიქოდინამიკური ფსიქოთერაპიის მიმართულებით (პროცესს ჯგუფი - EGPS კურსდამთავრებული, რელაციური ფსიქოანალიზი - Mitchell Center for Relational Studies კურსდამთავრებული (USA programs)) და ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის მიმართულებით. არის ქართული ანალიტიკური სივრცის და იუნგიანური ფსიქოანალიტიკური ასოციაციის, ასევე საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის წევრი.