Levan Kopalianiლევან კოპალიანი

საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი - სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი).

 

დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის აკადემიური ხარისხი დაიცვა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. მინიჭებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის აკადემიური ხარისხი (2023 წ.) საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

როგორც ახალგაზრდა მკვლევარი, ტრენერი და პროექტ მენეჯერი, მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციაში. მონაწილეობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებსა და პროექტებში. მინიჭებული აქვს მშვიდობის საერთაშორისო ორგანიზაციის Generations For Peace ტრენერის (Pioneer) ხარისხი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის დღიდან მუშაობდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის ოპერაციების მენეჯერად. მისი უშუალო ჩართულობით შეიქმნა კამპუსის მართვის პირველი ქართული საოპერაციო მოდელი.

ლევან კოპალიანი აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდული პროგრამების მომზადებასა და განვითარებაში. ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ოპერაციების მენეჯმენტის მიმართულებით და ამასთანავე, ხელმძღვანელობს საერთაშორისო საპარტნიორო ხელშეკრულებების, პროექტების განვითარებას.