ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მაგისტრანტობის კანდიდატებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებს:

 

• ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა


• ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები


• ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი 

 

 

2025-2026 სასწავლო წლის მიღება

 

მნიშვნელოვანი თარიღები

 

25 აგვისტო – 8 სექტემბერი: მაგისტრანტობის კანდიდატების ელექტრონული რეგისტრაცია;

 

110 სექტემბერი: ზეპირი გამოცდა/მიღების ინტერვიუ;

 

1012 სექტემბერი: ხელშეკრულების გაფორმება;

 

15 სექტემბერი: 2025-2026 სასწავლო წლის დაწყება;

 

 

მაგისტრანტობის კანდიდატების რეგისტრაცია  

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა ელექტრონული სარეგისტრაციო ანკეტის შევსება შესაძლებელია 2025 წლის 25 აგვისტოდან 2025 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით;. ელექტრონული სარეგისტრაციო ანკეტა ხელმისაწვდომი იქნება 25 აგვისტოდან.

 

ანკეტაში, საჭიროა, შეიყვანოთ თქვენი პირადი ინფორმაცია და ატვირთოთ რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტები:

 

1. პირადობის მოწმობის ასლი;

2. ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი

დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი. 2025 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე;

3. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი (ასეთის

არსებობის შემთხვევაში);

4. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის

ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

5. ფოტოსურათი (3X4 სმ) – ელექტრონული ვერსია;

6. ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ბაკალავრიატის საფეხურის ინგლისურ ენაზე გავლის შესახებ ან სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;

7. სამოტივაციო წერილი - 1(ერთი) გვერდი.

 

ასატვირთი დოკუმენტები, აუცილებელია, იყოს დასკანერებული ცალ-ცალკე, PDF ფორმატში (ელექტრონული ფოტოსურათის ატვირთვა შესაძლებელია JPEG/PNG ფორმატში).

 

მნიშვნელოვანია, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის  ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვისას დასკანერებული იყოს როგორც დოკუმენტი, ასევე ნოტარიულად დამოწმების გვერდი, სადაც დასმულია ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთრომ უნივერსიტეტში ჩარიცხვის და სტუდენტის სტატუსის მოპოვებისთვის აუცილებელი წინაპირობაა რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტების უნივერსიტეტში წარმოდგენა და უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება 10 სექტემბრიდან - 12 სექტემბრის ჩათვლით.