ვალტერ ტიში იყო პროგრამული ინჟინერიის პროფესორი კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (ცნობილი, როგორც კარლსრუეს უნივერსიტეტი), გერმანიაში, 1986-2021 წლებში, სადაც ის ასევე იკავებდა დეკანის პოზიციას კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე 2002-2004 წლებში. მანამდე, ის იყო ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სტარტაპის უფროსი მეცნიერი, Carnegie Group Inc.-ში (პიტსბურგი, პენსილვანია) და 6 წლის განმავლობაში მუშაობდა კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე პურდუის უნივერსიტეტში (დასავლეთ ლაფაიეტი, ინდიანა). ვალტერ ტიშის ძირითადი კვლევის ინტერესის სფეროს წარმოადგენს პროგრამული ინჟინერია, პარალელიზმი და ენობრივი ტექნოლოგიები. ამჟამად ის მუშაობს მრავალბირთვიან კომპიუტერებზე ემპირიული პროგრამული ინჟინერიის, ინსტრუმენტებისა და ენების მიმართულებით და კომპიუტერების გამოყენებას უფრო მოსახერხებელს ხდის ბუნებრივი პროგრამირების ენის საშუალებით.
ვალტერ ტიშმა მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხი მიიღო კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით კარნეგი მელონის უნივერსიტეტში, 1976-1980 წლებში. ის ასევე იყო კომპიუტერული მეცნიერების კვლევითი ცენტრის დირექტორი კარლსრუეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (კარლსრუე).
ვალტერ ტიში არის კლასტერულ გამოთვლებში სპეციალიზირებული კომპანიის ParTec-ისა და საკონსულტაციო კომპანიის ESCde-ს თანადამფუძნებელი.
მან გამოაქვეყნა 200-მდე რეცენზია და უხელმძღვანელა 35 დოქტორანტს. ვალტერ ტიში ფლობს საჯარო აღიარების 2 პრემიას, რამდენიმე ჯილდოს სწავლებისთვის და Intel-ის ჯილდოს პარალელური გამოთვლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. გარდა ამისა, ვალტერ ტიში არის ACM, GI და IEEE-ს წევრი. მის ნაშრომებსა და პუბლიკაციებზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.