პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი
მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი

მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ქიმიის შესწავლის შემდეგ, პროფ. ჰერმანს 1973 წელს სადოქტორო ხარისხი, 1978 წელს კი რეგენსბურგის უნივერსიტეტის პროფესორის წოდება მიენიჭა. პროფ. ჰერმანი 1975-1976 წლებში კვლევებს აწარმოებდა პროფ. პ.ს. კელთან ერთად პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Penn State University) გერმანიის კვლევითი ფონდის (DFG) მკვლევრის რანგში. ფრანკფურტში პროფესორად მუშაობის შემდგომ (1982-1985 წწ), პროფ. ჰერმანმა 1985 წელს ჩაანაცვლა პროფ. ე.ო. ფიშერი და გახდა არაორგანული ქიმიის კათედრის გამგე TUM-ში. 1995 წლიდან 2019 წლამდე პროფ. ჰერმანი იკავებდა TUM-ის პრეზიდენტის (რექტორის) თანამდებობას.
პროფ. ჰერმანი რამდენიმე აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წევრია, მათ შორისაა „ლეოპოლდინა“, „აკატექი“, საინჟინრო მეცნიერებების შვედეთის სამეფო აკადემია, მაინცის ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების აკადემია. იგი ფლობს საპატიო დოქტორის წოდებას მსოფლიოს და გერმანიის 13 უნივერსიტეტიდან.
პროფ. ჰერმანი არის გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ციტირებადი ქიმიკოსი, 800-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომით და 80 პატენტით. პროფ. ჰერმანის ჰირშის Hirsch ინდექსი არის 102 (2019 წლის მონაცემებით).
პროფ. ჰერმანი იკვლევს არაორგანულ და ორგანომეტალურ ქიმიას. მისი კვლევის მიზანია ეფექტური, მოლეკულურად განსაზღვრული კატალიზატორების ქიმიური სინთეზი, განსაკუთრებით ინდუსტრიულ პროცესებში, რათა მიღწეულ იქნას მათი მექანიზმის შესწავლა და ტექნიკური დანერგვა. კვლევის მთავარი ფოკუსია C-C კავშირის ფორმირების რეაქციის (მათ შორის ოლეფინ მეტათეზისი, ფიშერ-ტროპშის სინთეზი და გრინგნარდის კროს-დაწყვილება) და ინერტული ქიმიური პრეკურსორების აქტივაცია, როგორიცაა ჰიდროფლორკარბონი და მეთანი. 
პროფ. ჰერმანს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები:
- ბავარიის მაქსიმილიანის ორდენი მეცნიერებასა და ხელოვნებაში (2012)
    ბავარიის ორდენი მიღწევებისთვის (2007)
    საფრანგეთის პრეზიდენტის საპატიო ლეგიონის ოფიცერი (2000)
    გერმანიის ქიმიის საზოგადოების ვილჰელმ კლემის პრიზი (1995)
    ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის მაქს პლანკის კვლევების პრიზი (1991)
    გერმანიის კვლევითი ფონდის გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცის პრიზი (1986)