KIU-მ „GET LOST WIZZAIR“-ის მონაწილეებს უმასპინძლა

 29/08/2022


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ჩამოსული საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები, ჟურნალისტები და ინფლუენსერები ეწვივნენ.

პროექტის - “GET LOST WIZZAIR/დაიკარგე Wizz Air-თან ერთად 200 მონაწილისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო. ვიზიტორებმა რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი საუნივერსიტეტო ქალაქი მოინახულეს, დაათვალიერეს KIU-ს კამპუსი, საცხოვრებელი და სასწავლო სივრცეები, სტრიტ არტის ნამუშევრები. სტუმრები ასევე შეხვდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და სტუდენტებს.

ბლოგერების ვიზიტი KIU-ში პროექტის - GET LOST WIZZAIR“ ფარგლებში განხორციელდა. მსგავსი მასშტაბის ინფო-ტური საქართველოში პირველად ჩატარდა.  ქუთაისი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ჩამოსულ 100 ჟურნალისტს, ბლოგერსა და ინფლუენსერს (მეწყვილეებთან ერთად) 4 დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ისინი გაეცნენ რეგიონის ღირსშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებსა და  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ვიზიტის შემდეგ იგეგმება საიმიჯო ვიდეორგოლების მომზადება და საერთაშორისო მედია პლატფორმებზე განთავსება. პროექტი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში იმერეთის რეგიონის შესახებ ცნობადობის გაზრდას ისახავს მიზნად, DMO იმერეთისა  და კომპანია Wizz air abu dhabi-ის  თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.
პროექტში
პარტნიორი ორგანიზაცის სტატუსით ჩართულ არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება,  საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, ქუთაისის მერიის ფოლკლორის ცენტრის - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.

 


სხვა სიახლეები