ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა საზეიმოდ გაიხსნა

 16/08/2022

 

14 აგვისტო, ქუთაისის ოპერის თეატრშასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა გაიხსნა.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზააძემ, ილიმპიადის პრეზიდენტმა გრეგ სტაქოვსკიმ, ქალაქ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ფონდი ქართუს პროექტების დირექტომა ვახტანგ ცაგარელმა,  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მონაწილე გუნდებმა.

ღონისძიების მონაწილეებს დისტანციურ რეჟიმში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მიესალმა. მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიადის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა ტურნირის ორგანიზატორებს და მოსწავლეებს ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

მოხარული ვარ, რომ დღეს 46 ქვეყნის 250-მდე მოსწავლეს სწორედ ამ ჭეშმარიტად ევროპულ, საერთაშორისო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტში ვმასპინძლობთ, სადაც ოლიმპიადის მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კომფორტულ და მეგობრულ გარემოში გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები“-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.  (ვრცლად: https://www.mes.gov.ge/content.php?id=13121&lang=geo )

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა მეცნიერების მნიშვნელობას და ახალგაზრდების დაინტერესებას ასტროფიზიკითა და ასტრონომიით. რექტორმა წარმატება უსურვა მონაწილე გუნდებს, რომლებსაც  ერთი კვირის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მოუწევთ.“ აღნიშნული ოლიმპიადა საქართველოში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნების გუნდი იღებს. ახალგაზრდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ამოცანებში და ჩვენ მოხარული ვართ რომ ამ ღონისძიებას ქუთაისში , ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს,” - აღნიშნა ალექსანდრე თევზაძემ.

ოლიმპიადის ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ხომერიკის თქმით IOAA ერთი კვირა გასტანს. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის მშობლიურ ენაზე გადაითარგმნება ამოცანები და შემდეგ გუნდები უკვე სხვადასხვა ტიპის დავალებებზე დაიწყებენ მუშაობას.

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა 2007 წლიდან იმართება და მასში ტრადიციულად დამამთავრებელი კლასების წარჩინებული მოსწავლეები მონაწილეობენ.

ოლიმპიადის ფარგლებში ქუთაისს 39 ქვეყნის 45 გუნდი ეწვია, 7 ქვეყნის გუნდი კი ონლაინ რეჟიმში ჩაერთვება ასპარეზობას. მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ სხვადასხვა სირთულის ამოცანებზე, ჯგუფურად და ინდივიდუალურად ამოხსნიან მიცემულ  დავალებებს და გამოსცდიან საკუთარ ცოდნას ასტრონიმიაში.  

გამარჯვებული გუნდი  საერთაშირისო ჟიურის მიერ 21 აგვისტოს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამოვლინდება.

ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა - IOAA წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარდება. 350 სტუმარი და IOAA-ს დელეგატი ერთი კვირის განმავლობაში KIU-ს კამპუსზე იცხოვრებს და ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილ საინტერესო ღონისძიებებშიც მიიღებს მონაწილეობას. მონაწილეებისთვის ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი პროგრამა და საინფორმაციო ტური.

რიგით მეთხუტმეტე ოლიმპიადაში, წელს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც იღებს მონაწილეობას. გუნდის წევრებმა გასულ წელს წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადაში, ხოლო 2021 წელს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში ოქროს მედალი მოიპოვეს.

IOAA-ს მასპინძელი ქვეყნის ვინაობა ტრადიციულად რამდენიმე წლით ადრე ხდება ხოლმე ცნობილი. პანდემიიდან გამომდინარე 2020 და 2021 წელს ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, ხოლო 2022 წელს  ღონისძიების ჩატარება უკრაინაში იყო დაგეგმილი. თუმცა, საერთაშორისო აღმასრულებელი კომიტეტისა და უკრაინის საორგანიზაციო კომიტეტის თხოვნის საფუძველზე ოლიმპიადას პირველად მისი ისტორიის განმავლობაში საქართველო უმასპინძლებს.

IOAA-ს მთავარი მიზანია ასტრონომიისა და მასთან დაკავშირებული STEM საგნების მიმართ მზარდი ინტერესის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ახალგაზრდების განათლების გზით და სხვადასხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო კონტაქტების ჩამოყალიბებისა და სკოლებში ასტრონომიისა და ასტროფიზიკის პოპულარიზაციის მიზნით. 

ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ევგენი ხარაძის საქართველოს ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ოლიმპიადის ვებ ბგვერდი: www.ioaa2022.ge