კონკურსი მათემატიკის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად

 01/02/2022

სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მათემატიკის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:

• სწავლების ასისტენტი
• პროფესორის ასისტენტი

კონკურსი ცხადდება შემდეგი დარგობრივი მიმართულებებით (სულ 3 ვაკანტური ადგილი):

შესავალი ალბათობასა და სტატისტიკაში (2 ვაკანტური ადგილი)

შესავალი ოპტიმიზაციის მეთოდებში (1 ვაკანტური ადგილი)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის მისამართზე HR.Academic@kiu.edu.ge გამოაგზავნოთ დოკუმენტაცია მოთხოვნილი ფორმით.

საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა 2022 წლის 15 თებერვალი, 18:00 საათ.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.