KIU-ს სამართლის სკოლა ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციაში (EPLO) გაწევრიანდა

 12/11/2025

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც KIU-ს სამართლის სკოლა  ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციაში გაწევრიანდა. აღნიშნული პარტნიორობა სამართლის სკოლის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას მისცემს ინტეგრირდნენ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში, ჩაერთონ საერთაშორისო კვლევით პროექტებში, მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლებსა და გაცვლით პროგრამებში.

 

ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (EPLO) 2007 წელს დაარსდა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ცოდნის შექმნას და გავრცელებას საჯარო სამართლისა და მმართველობის სფეროში, მათ შორის: ეროვნულ და ევროპულ საჯარო სამართალში, ადამიანის უფლებათა სამართალში, გარემოსდაცვით და საერთაშორისო სამართალში.

 

საგანმანათლებლო მისიის შესასრულებლად, EPLO-მ დააარსა ევროპის სამართლისა და მმართველობის სკოლა (ELGS), საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის საგანმანათლებლო პროგრამები აღიარებულია იტალიის, იუნესკოს ქსელისა და Erasmus+ პროგრამის მიერ.

 

ქუთაისის საერთშორისო უნივერსიტეტის (KIU) სამართლის სკოლამ სტუდენტთა პირველი ნაკადი 2025-2026 სასწავლო წელს მიიღო. KIU-ს სამართლის სკოლა ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრია.

 


სხვა სიახლეები