ზამთრის სკოლა
2022

„მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება ბიზნესში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში“

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სკოლის ჩატარების სავარაუდო თარიღი 10 – 14 იანვარი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს აპლიკაციების მიღებას ზამთრის სკოლაში მონაწილეობისთვის, რომლის მიზანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გააცნოს კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის თანამედროვე საკითხები და მათი გამოყენებები ბიზნესში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში.

ზამთრის სკოლა ინიცირებულია შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ხორციელდება ფონდისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით.

მეცადინეობები ჩატარდება 10 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით (სკოლის ჩატარების თარიღი შესაძლოა შეიცვალოს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით), ყოველდღე 10:30 საათიდან 18:30 საათამდე, გარდა 14 იანვრისა.

ზამთრის სკოლაში ლექციებს წაიკითხავენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ქართველი და უცხოელი პროფესორები, რომლებიც თავიანთ დარგში მაღალი რეპუტაციით და ცნობადობით სარგებლობენ.

მეცადინეობა წარიმართება ჰიბრიდული მოდელით, ქართულ და ინგლისურ ენებზე. უცხოელი პროფესორების ლექციების თარგმნას საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ან/და პროექტის ძირითადი პერსონალი. ზამთრის სკოლაში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
ამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამამთავრებელი კლასის (XI -XII) მოსწავლეებს.

 

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 40 მონაწილე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებიდან შემოსულ განაცხადებს.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე.

 

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 29 ნოემბერი.

8 და 22 ნოემბერს ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები აპლიკაციის შევსების თაობაზე და ზამთრის სკოლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

საინფორმაციო შეხვედრებზე დასასწრებად, გთხოვთ დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: cs@kiu.edu.ge. ტელ: 511 13 51 97. საკონტაქტო პირი: ნათია გაფრინდაშვილი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის კოორდინატორი.