KIU-ში სტუდენტების ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო!



 სტუდენტთა რეგისტრაციის ვადები და პროცედურები
9 სექტემბერი - სარეგისტრაციო ანკეტის შევსების ბოლო ვადა (დასრულებულია)
19 სექტემბერი - 2022-23 სასწავლო პროცესის დაწყება
26 სექტემბერი - საგრანტო განაცხადის შევსების ბოლო ვადა



 

 

                                                 
                                      ბაკალავრიატის ს
ტუდენტური გრანტების ფონდის განაცხადი


ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიხულ საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, საშუალება აქვთ დაფინანსება მიიღონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდიდან”.


გთხოვთ, გაეცნოთ რა შემთხვევაში შეუძლია სტუდენტს დაფინანსების მიღება
გრანტების ფონდის სახელმძღვანელოში. დაფინანსების მისაღებად თითოეული კატეგორიისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა იხილეთ აქ.


გრანტების ფონდიდან დაფინანსების მისაღებად,
საჭიროა შეავსოთ ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების განაცხადის ელექტრონული ფორმა  26 სექტემბრის ჩათვლით. ელექტრონულ საგრანტო განაცხადის ფორმაში მიუთითეთ თქვენი პირადი ინფორმაცია, მონიშნეთ ყველა საგრანტო კატეგორია რომელსაც განეკუთვნებით და ატვითეთ მონიშნული კატეგორიებისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია.


დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს დასკანერებული (
PDF ფორმატში) და თითოეულ
ფაილზე გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.


უნივერსიტეტში გამოცხადების დროს, ელექტრონული რეგისტრაციის პროცესში გამოყენებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ მატერიალური ფორმით.

შენიშვნა: სტუდენტური საცხოვრებლის ორ ადგილიან ოთახში, ჯავშნის გაკეთების დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ სტუდენტებს, რომლებსაც ეკუთვნით ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდიდან, სტუდენტური საცხოვრებლის დაფინანსება. ამიტომ Სტუდენტებს რომლებსაც სურთ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ორ ადგილიან ოთახში განთავსებისას მიენიჭოთ პრიორიტეტი გთხოვთ, საგრანტო განაცხადი შეავსოთ რაც შეიძლება მალე.

 

 სტუდენტურ საცხოვრებელში რეგისტრაცია 

 

სტუდენტური საცხოვრებლის დაჯავშნის  მეორე ეტაპი განახლდება მალე.

 


უთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო პროცესი დაიწყება 19 სექტემბერს.


Tel.: (+995) 511 133 197 / (+995) 557 355 335
Email: oss@kiu.edu.ge
Website: www.kiu.edu.ge