ზაფხულის სკოლა 2021

“ციფრული აზროვნება 2021” / “Digital Thinking 2021”

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

19 – 23 ივლისი

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მიღებას ზაფხულის სკოლაში, რომლის მიზანია სტუდენტთათვის ტექნიკური უზრუნველყოფის (Hardware)  დიზაინის სწავლება.

ზაფხულის სკოლა ჩატარდება 19-დან 23 ივლისის ჩათვლით.

მეცადინეობის დრო: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, 10:00-დან 15:30 საათამდე.


ზაფხულის სკოლას გაუძღვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები: ია მოსაშვილი და ვოლფგანგ პოლი. ლექციებს ასევე წაიკითხავენ პროფესორის/სწავლების ასისტენტები: სალომე ფიროსმანიშვილი, გიორგი სოლომნიშვილი და მირიან გიორგაძე.


ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ კომპიუტერის არქიტექტურის  კურსი და ფლობდეს ტექნიკური უზრუნველყოფის (hardware) ენებს: Verilog და/ან VHDL.


ზაფხულის სკოლაში მეცადინეობა წარიმართება ჰიბრიდული მოდელით, ქართულ და ინგლისურ ენებზე.


მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25


როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე.

 

აპლიკაციის შევსების ვადა: 14 ივლისამდე.


ზაფხულის სკოლაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: cs@kiu.edu.ge. ტელ: 511 13 51 97. საკონტაქტო პირი: ნათია გაფრინდაშვილი, მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის კოორდინატორი.