მათემატიკის ზაფხულის სკოლა 2021


ალგებრისა და ანალიზის ზოგიერთი სტრუქტურა და მათი გამოყენება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

19 – 24 ივლისი

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მიღებას ზაფხულის სკოლაში, რომლის მიზანია სტუდენტთათვის ზოგიერთ ფუნდამენტურ მათემატიკურ სტრუქტურასთან დაკავშირებული  თეორიული და გამოყენებითი ასპექტების სწავლება.

ზაფხულის სკოლა ჩატარდება 19-დან 24 ივლისამდე.


მეცადინეობის დრო: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 10:00-დან 13:00 საათამდე.


ზაფხულის სკოლას გაუძღვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები: გიორგი ონიანი, ალექსანდრე მესხი, ანზორ ბერიძე, გიორგი ჭელიძე


ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ  სტუდენტებს, რომელთაც შესწავლილი აქვთ კალულუსისა და ალგებრის საწყისი კურსები.

ზაფხულის სკოლაში მეცადინეობა წარიმართება ჰიბრიდული მოდელით, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20.


როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე:

აპლიკაციის შევსების ვადა: 2 ივლისიდან 14 ივლისამდე.

ზაფხულის სკოლაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: math@kiu.edu.ge. ტელ: 511 13 41 97. მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სკოლა.