ზამთრის სკოლა 2021

კალკულუსის ზოგიერთი რჩეული საკითხი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

15 - 20 თებერვალი

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მიღებას ზამთრის სკოლაში, რომლის მიზანია სტუდენტთათვის კალკულუსის ზოგიერთი ასპექტის გაღრმავებული სწავლება.

ზამთრის სკოლა ჩატარდება 15-დან 20 თებერვლამდე.

მეცადინეობის დრო: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 10:00-დან 14:00 საათამდე.

ზამთრის სკოლას გაუძღვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები: გიორგი ონიანი და ანზორ ბერიძე.


ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ  სტუდენტებს, რომელთაც შესწავლილი აქვთ კალკულუსის საფუძვლები.

ზამთრის სკოლაში მეცადინეობა წარიმართება ონლაინ, Teams-ის ფორმატში, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25


როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე

აპლიკაციის შევსების ვადა: 6 თებერვლიდან 10 თებერვლამდე.

ზამთრის სკოლაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ მსმენელის სერტიფიკატები.


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

საკონტაქტო პირი: მარიამ გილაშვილი.
მათემატიკის და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის კოორდინატორი.

Email : math@kiu.edu.ge.
Tel: 511 13 41 97.