KIU ახორცილებს მათემატიკის საბაკალავრო პროგრამას. 
KIU იწვევს სტუდენტებს როგორც საქართველოდან ასევე საზღვარგარეთიდან. დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ქვემოთ:
დეტალური ინფორამციისთვის დაგვიკავშირდით:
math@kiu.edu.ge

მისანიჭებელი ხარისხი:  მეცნიერების ბაკალავრი მათემატიკაში

სწავლების ენა:
ინგლისური

შენიშვნა: საჭიროებისამებრ, უნივერსიტეტი სტუდენტებს ინგლისური ენის კურსებს და აკადემიური მხარდაჭერის პროგრამებს შესთავაზებს.


აკრედიტაცია

პროგრამა შემუშავებულია TUM-თან და TUM International-თან თანამშრომლობით;
პროგრამა დამტკიცებულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ;
პროგრამის აკრედიტაცია საქართველოს აკრედიტაციის ექვივალენტურია.

პროგრამის მიზნები

კურსდამთავრებულები შეძლებენ წარმოაჩინონ:
1. მათემატიკის შერჩეულ ძირითად სფეროებში კონცეპტუალური და საოპერაციო ცოდნა
2. პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევები, მათ შორის, გამოთვლითი და მოდელირების უნარები
3. ეფექტიანი კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების და უწყვეტი განათლების უნარ-ჩვევები

დასაქმების სფეროები  

ბაკალავრიატის პროგრამის დასრულების შემდეგ თუ კურსდამთავრებული გადაწყვეტს, რომ დასაქმდეს თავისი პროფესიით, მას ეძლევა ამის მრავალფეროვანი შესაძლებლობა სხვადასხვა სექტორში. მათემატიკური მეთოდები ფართოდ გამოიყენება როგორც მეცნიერებაში, ისე ინჟინერიასა და ბიზნესში. კურსდამთავრებულებს შეუძლიათ იპოვონ სამუშაო ადგილი როგორც კერძო კომპანიებში, ისე სამთავრობო სტრუქტურებში; ყველგან, სადაც საჭიროა მათემატიკური მოდელირება, ანალიზი და კომპიუტერული სიმულაცია.
თუ ბაკალავრიატის პროგრამის კურსდამთავრებული გადაწყვეტს სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურის საფეხურზე, მაშინ მის წინაშე იხსნება მრავალფეროვანი შესაძლებლობები როგორც მათემატიკის მიმართულებით ისე სხვა სფეროებში.

პროგრამის უპირატესობები
• პროფესორები TUM-იდან და უცხოეთის სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებიდან
• სემინარები, პროექტები და ინტერაქტიული სწავლება
• ელექტრონული წვდომა მსოფლიო მასშტაბის საბიბლიოთეკო სისტემაზე
• თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა თანამედროვე   მოწყობილობა-აღჭურვილობებით
• ინდივიდუალური, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები და უწყვეტი განათლების, მუდმივი   განვითარების პრაქტიკის დანერგვა
• სტაჟირება ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში
• პროგრამა გთავაზობთ ეფექტურ კომბინაციას:შესაძლებელია ძირითად სპეციალობად მათემატიკის, ხოლო დამატებით სპეციალობად კომპიუტერული მეცნიერების ან მენეჯმენტის არჩევა.


როგორ გავაკეთოთ განაცხადი?
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს მოქალაქეობის მქონე აბიტურიენტები ირიცხებიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე.
საერთაშორისო სტუდენტებმა, დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ეწვიოთ: Admissions